შაბათი, 27.04.2024, 07:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აგვისტო » 24
 

25 აგვისტოს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო განახლებული  შემადგენლობით შეიკრიბა: სხდომაზე   საკრებულოს 3 ახალი წევრი მონაწილეობდა. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ისაუბრეს, როგორ ხედავენ საკუთარ ადგილს საბჭოში.

სხდომაზე საინიციატივო ჯგუფებმა თვითმმართველობისთვის წარსადგენპროექტებზე ისაუბრეს. განისაზღვრა საკითხები, რომელთა ადვოკატირებაც მოხდება საბჭოს წევრების მიერ. მოსმენილი იქნა ინფორმაცია ბიუჯეტის გენდერული ანალიზის მიმდინარეობის შესახებ.

სხდომის ფორმატში შედგა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ გენდერული საბჭოს შემადგენლობაში ქალაქის აღმასრულებელი შტოც იქნება წარმოდგენილი მერის ორი მრჩევლის სახით. გამოითქვა რწმენა, რომ მრჩევლები საბჭოს საქმიანობაში ახალ შტრიხებს შეიტანენ.

 

პროექტიხორციელდებააშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 633 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2014

 

ქართულ-რუსული დიასპორის ხელმძღვანელმა აჭარაში - ალექსანდრა ანისიმოვამ (ექიმი, ღირსების ორდერის კავალერი) დიასპორის საქმიანობაზე ისაუბრა - საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება არა ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. ახალგაზრდებს ეროვნების მიუხედავად, ეძლევათ შესაძლებლობა,უფასოდ მიიღონ განათლება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო მეორე სამამულო ომის ვეტერანები წლის განმავლობაში ორჯერ ისვენებენ საქართველოს სხვადასხვა კურორტზე.

ალექსანდრა ანისიმოვას თქმით, ქართულ-რუსული დიასპორა აქტიურად თანამშრომლობს „მეგობრობის“ სახლში მოქმედ სხვა ცხრა დიასპორასთან.

 

მეორე შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციაში „ერთობა თანადგომისათვის“.ოფისში შეკრებილმა დევნილებმა პრობლემებზე ისაუბრეს - ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობა დაასახელეს. ქირით მცხოვრები დევნილები ფართით დაკმაყოფილების მოლოდინში არიან.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 773 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2014

25 აგვისტოს გაიმართა პროექტის ასისტენტის შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ახალ თავმჯდომარესთან ხვიჩა ჯიშკარიანთან.

ფონდი „სოხუმის“  წარმომადგენელმა მიულოცა ბატონ ხვიჩას ახალ თანამდებობაზე არჩევა, გააცნო პროექტის მიზნები და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა.

საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიესალმება საბჭოს მუშაობას და მზადაა შემდგომი თანამშრომლობისათვის.

 

პროექტიხორციელდებაგაეროს ქალთა ორგანიზაციის

გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 688 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0