პარასკევი, 26.04.2024, 16:57
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25

25 აგვისტოს შედგა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მერვე სხდომა.

დღის წესრიგის თანახმად, საბჭოში ჩაერთნენ ახალი წევრები - საკრებულოს დეპუტატები ნანა ალანია და ელისო ცაგურია, რომლებიც მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქალაქის გენდერული პოლიტიკის შემუშავებაში.

საბჭოს წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იურისტის დახმარებით მოგვარებული პრობლემებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

აქტიური დისკუსია გაიმართა ერთ-ერთი საპროექტო იდეის  გარშემო, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდა მშობლებისა და საბავშვო ბაღის პედაგოგების სამოქალაქო განათლებას გენდერისა და ეკო-სანიტარიის საკითხებზე.

საბჭოს წევრების თქმით, პროექტი არა მარტო აამაღლებს მიზნობრივი ჯგუფების ცოდნას, არამედ გამოავლენს პრობლემებს და მათი მოგვარების გზებსაც დასახავს.

 

პროექტიხორციელდებაგაეროს ქალთა ორგანიზაციის

გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 727 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2014

ხონში ჩატარდა იურისტის საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაციები ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონისა დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის შესახებ.

იყო კითხვები სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმის თაობაზედა სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

 

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 695 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2014


 

ფორუმ-თეატრის წარმოდგენა გაიმართა ქუთაისის პარკში. საინტერესო იყო ის, რომ მაყურებლის ნაწილი დემონსტრაციულად არ ჩაერთო წარმოდგენაში, რადგან მათი აზრით, მსგავსი რამ არ ხდება ჩვენთან. ასეთი არაერთგვაროვანი გამოხმაურება, დისკუსიები ოჯახში ძალადობის მასშტაბებზე, მის შედეგებზე არის რეზულტატი ფორუმ-თეატრისა, რადგან  მაყურებელი აუცილებლად  დაფიქრდება მსგავს ფაქტებზე. ახალგაზრდებმა მათ ირგვლივ მომხდარი ბევრი საგანგაშო შემთხვევა  დააფიქსირეს. როგორც წესი, სწორედ  აქედან იქმნება ახალი სცენები მომდევნო წარმოდგენებისათვის.

 

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 728 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2014

- თუკი  გვინდა ცივილიზაცია და წინსვლა, მაშინ რატომ მიდიან აქედან ახალგაზრდები საზღვარგარეთ განათლების მისაღებად? ან თუნდაც სამუშაოდ... აუცილებელია ჩვენივე ქვეყანა პასუხობდეს იმ სტანდარტებს, რასაც თანამედროვე ცხოვრება ითხოვს.

  • არ არის საჭირო ყველაფრისგან ტრაგედიის შექმნა. რადგან ადამიანებს აქვთ არჩევანის  უფლება, ყველას შეუძლია გაარჩიოს კარგი ცუდისგან და თავად გადაწყვიტოს, რა უნდა. 

 

25 აგვისტოს ხონის ახალგაზრდები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რათა აქტუალურ მოვლენებზე გამოეხატათ თავიანთი აზრი. რამდენად მოქმედებს ევროპიზაცია ჩვენს ტრადიციებზე? ამ შეკითხვის პასუხად, ხონელი ახალგაზრდები თვლიან, რომ ყველაფერი ახალი და საინტერესო წაადგება ჩვენს თაობას, თუმცა სიახლეებს ფრთხილად უნდა შევხვდეთ.

ახალგაზრდული ქსელის დებატ-კლუბი განაგრძობს აქტუალურ თემებზე მსჯელობას  და შემდგომი აქტივობების დაგეგმვას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 693 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2014

ადგილობრიბრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირება, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა ჩართულობა და მონაწილეობა საკრებულოს სხდომებზე - ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია ფონდი „სოხუმის“ საკონფერენციო დარბაზში.

 შეხვედრის მონაწილეებმა განათლების, ჯანდაცვის, ტრანსპორტის სფეროში  არსებული აქტუალური პრობლემები განიხილეს და აღნიშნეს, რომ მათი მოგვარების მიზნით აუცილებელია წევრთა საკრებულოს სხდომებზე დასწრება,  ადგილობრივი პროგრამების, ბიუჯეტის ცოდნა და მოსახლეობის ინფორმირება.

კლუბის წევრებმა ეკოლოგიურ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება. მისი წევრები, სამომავლოდ,  ქალაქის დაბინძურებული ტერიტორიების შესწავლას და საკითხის შესაბამის სტრუქტურებში დასმას გეგმავენ.

 

პროექტიხორციელდებაგაეროს ქალთა ორგანიზაციის

გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 764 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0