-ევროპის დიდ ოჯახში გაწევრიანება რა პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს საქართველოს, რას ნიშნავს ახალგაზრდებისთვის ეროვნული ღირებულებები და,მათი აზრით, ევროპიზაცია რამდენად უქმნის საფრთხესამ ღირებულებებს - აღნიშნულ საკითხებზე გაიმართა დებატ-კლუბები ფოთისა და ხურჩის ახალგაზრდულ ცენტრებში. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ევროპასთან მეგობრობა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სიახლე არ უნდა გვაშინებდეს, რადგან ამით ეროვნულფასეულობებს საფრთხეარ ექმნება.
აღნიშნული თემით დაინტერესება იმით იყო გამოწვეული, რომ ანაკლიაში ჩატარებული „კაზანტიპი“მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.მონაწილეების აზრით, მსგავსი დებატები მოამზადებს ახალ თაობას, სწორად შეაფასოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|