მთავარი »
2014 » აგვისტო » 26 » გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ოზურგეთში
10:14 გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ოზურგეთში |
|
26 აგვისტოს ჩატარდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა. თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო საკრებულოს წევრთა ახალი შემადგენლობა, რომელიც საბჭოს მუშაობაში ჩაერთვება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში 5 ქალბატონია და ყველამ გამოხატა მზაობა, აქტიურად ჩაებას საბჭოს საქმიანობაში.
არჩევნების შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ორ თვითმართველ ერთეულად გაიყო. აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, დაფიქსირდა მოსაზრება, რომ აუცილებელია ორივე საკრებულო - როგორც მუნიციპალიტეტის ასევე ქალაქის - ჩართული იყოს საბჭოს მუშაობაში. სხდომაზე ასევე მოხდა საბჭოს მიერ ინიცირებული პროქტის ფარგლებში ჩატარებული ვორკ-შოპების შედეგების შეჯამება და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 801 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |