ოთხშაბათი, 16.10.2019, 02:37
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მაისი » 21 » საინფორმაციო შეხვედრა მენჯში
23:20
საინფორმაციო შეხვედრა მენჯში

ყოფილ სანატორიუმ «მენჯში» ამჟამად 65 დევნილი ოჯახი - 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. დევნილებს ბევრი პრობლემა აქვთ - არ იციან, თუ ვის ბალანსზეა შენობა - სახელმწიფოს თუ კერძო მესაკუთრის, როდის მოხდება აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია ან დევნილთა განსახლება შენობიდან და შესაბამისი ფართებით დაკმაყოფილება.

შენობაში ამორტიზებულია საკანალიზაციო სისტემა. არ არის წყალი, რის გამოც, სასმელ წყალს მოსახლეობის ეზოებიდან ეზიდებიან.

ახლომდებარე ტერიტორიაზე არ დგას ნაგვის ურნები, ამიტომ დევნილები შენობაში არსებულ ბუნკერს იყენებენ, მაგრამ ბუნკერი  ამორტიზებულია და გადავსებულია ნაგვით. ამის გამო შენობაში ანტისანიტარიაა, რაც საფრთხეს უქმნის მცხოვრებთ.

ფონდმა „სოხუმმა“ დანაგვიანების პრობლემა სენაკის «ქართული ოცნების» ოფისში დასვა. რეაგირება მალევე მოხდა - ქალაქის დასუფთავების სამსახურის ჩართვით აღნიშნული პრობლემა მეორე დღესვე მოგვარდა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 580 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0