შაბათი, 27.04.2024, 06:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მაისი » 20 » ტელესიუჟეტი „ეგრისის“ ეთერში. თემა - ქალები საარჩევნო ადმინისტრაციაში
01:26
ტელესიუჟეტი „ეგრისის“ ეთერში. თემა - ქალები საარჩევნო ადმინისტრაციაში

ტელეკომპანია „ეგრისზე“ გასული სიუჟეტი სენაკის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერულ სურათს გვიხატავს. საოლქო კომისიის თავმჯდომარეს - მაია ფირცხალავას  აღნიშნული პოსტი 2008 წლიდან უკავია. კომისიის მუდმივმოქმედი წევრებიდან ხუთივე ქალია. არჩევნების პერიოდისათვის 13 ადამიანი ერთვება საქმიანობაში. მათ შორის 11 ქალია, 2 - მამაკაცი. 9 ტექნიკური პერსონალიდან 5 ქალია. ისინი სიამაყით გვიჩვენებენ ცესკოს საპატიო სიგელს, რომელიც მათი გულმოდგინე საქმიანობის გამოხატულებაა.

„ჩვენ კარგად ვიცნობთ ფონდი „სოხუმს და მოხარული ვართ, რომ მის მიერ სენაკში ძალიან  საინტერესო საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი“, - ქალბატონი მაია იმედს გამოთქვამს, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭო მოქალაქეებს ბევრი მათთვის  აქტუალური საკითხის გადაჭრაში დაეხმარება.

საოლქო კომისიის იურისტი, რამაზ კუპრეიშვილი კოლეგების კომპენენტურობასა და მაღალ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მათთან ურთიერთობა მისთვის საკმაოდ კომფორტულია.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 800 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0