ადვოკატირების ჯგუფმა კლუბის წევრის, ონკოდაავადებული ნანი ბალაძის საკითხი დასვა. ნანი ბალაძე უსახლკაროა, ჰყავს 24 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი შვილი, მაგრამ სოციალურად დაუცველთა ერთიან პროგრამაში მაინც ვერ მოხვდა.
ადვოკატირების ჯგუფი ამ საკითხით დაინტერესდა და მის მოგვარებას ეცდება.
- ჩვენ უკვე შევიტანეთ განცხადება ქალაქის მერიაში, რათა ნანი ბალაძე მოხვდეს „იაფი ბინის პროგრამაში“, პროგრამა სოციალურად დაუცველი, უბინაო ოჯახების ბინით უზრუნველყოფას გულისხმობს. იმედია, ჩვენს განცხადებას დააკმაყოფილებენ, - აღნიშნა ეთერ დიასამიძემ, ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მოდერატორმა.
ადვოკატირების ჯგუფმა ქალაქის მერიაში 10 წლის ავადმყოფი ბიჭუნას პრობლემაც დასვა. ჯგუფი ქალაქის მერიას სკოლასთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა მასწავლებელმა სახლში მიაკითხოს - კლუბის წევრთა თქმით, ის გონებრივად განვითარებული, ნიჭიერი ბავშვია და მისთვის განათლების მიღება აუცილებელია.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|