პარასკევი, 26.04.2024, 04:23
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მარტი » 16 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში
21:33
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში

ადვოკატირების ჯგუფმა კლუბის წევრის, ონკოდაავადებული ნანი ბალაძის საკითხი დასვა. ნანი ბალაძე უსახლკაროა, ჰყავს 24 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი შვილი, მაგრამ სოციალურად დაუცველთა ერთიან პროგრამაში მაინც ვერ მოხვდა.

ადვოკატირების ჯგუფი ამ საკითხით დაინტერესდა და მის მოგვარებას ეცდება.

- ჩვენ უკვე შევიტანეთ განცხადება ქალაქის მერიაში, რათა ნანი ბალაძე მოხვდეს „იაფი ბინის პროგრამაში“, პროგრამა სოციალურად დაუცველი, უბინაო ოჯახების ბინით უზრუნველყოფას გულისხმობს. იმედია, ჩვენს განცხადებას დააკმაყოფილებენ, - აღნიშნა ეთერ დიასამიძემ, ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მოდერატორმა.

ადვოკატირების ჯგუფმა ქალაქის მერიაში 10 წლის ავადმყოფი ბიჭუნას პრობლემაც დასვა. ჯგუფი ქალაქის მერიას სკოლასთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა მასწავლებელმა სახლში მიაკითხოს - კლუბის წევრთა თქმით, ის გონებრივად განვითარებული, ნიჭიერი ბავშვია და მისთვის განათლების მიღება აუცილებელია.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 802 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0