სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო მორიგ სხდომაზე შეიკრიბა.
საბჭოს თავმჯდომარემ გააჟღერა ინფორმაცია გენდერულ სიტუაციაზე ქალაქში - კერძოდ, ისაუბრა იმ ქალებზე, რომლებიც ბიზნესში არიან ჩართულები. როგორც გაირკვა, არაოფიციალური მონაცემებით, მცირე ბიზნესში ჩართული მოსახლეობის 60% ქალია.
სხდომაზე დაისვა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა.
- მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავ ორგანოებში ძალადობის მსხვერპლი ქალების ოფიციალური მიმართვა ცოტაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ეს პრობლემა არ არსებობს, - აღნიშნა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ხუბუამ.
საბჭოს წევრებმა მოილაპარაკეს, უფრო ღრმად შეისწავლონ საკითხი და ადგილობრივ თვითმმართველობაში ლობირება გაუწიონ კონკრეტული მექანიზმების შექმნას ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისთვის.
საბჭოს წევრებს ჩაუტარდათ ვორკშოპი ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასების ტექნიკასა და მეთოდებზე. ამ სამუშაოში, რომელიც 1 აპრილს დაიწყება, საბჭოს ყველა წევრია ჩართული.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|