ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი ქუთაისის 23-ე სკოლაში გამართა წარმოდგენები.
ნაჩვენები იყო 8 სცენა, აქედან - 4 ახალი.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, გაიმართა საინტერესო დისკუსია.
„ეს სანახაობა ბევრ რამეზე გვაფიქრებს, როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვცეთ პატივი უფროსებს, როგორ ვომოქმედოთ კონკრეტულ ვითარებაში. მომწონს და ბევრ რამეს ვითვალისწინებ“, - აღნიშნა ერთმა მაყურებელმა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|