„ადეკვატურია თუ არა ადგილობრივი სტრუქტურების ძალისხმევა ოჯახური ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში?“ - ამ თემას მიეძღვნა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული სამოქალაქო დებატები სენაკის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში.
დებატები გამოირჩეოდა მონაწილეთა სიმრავლითა და მათი საქმიანობის მრავალფეროვნებით. აქტუალური თემაზე მსჯელობამ გააერთიანა საკრებულოსა და გამგეობის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სენაკის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ჟურნალისტები. აქტიურად იყვნენ ჩართულები ფონდი „სოხუმის“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
ექსპერტებმა წარმოადგინეს არსებული სიტუაცია, ისაუბრეს პრაქტიკაზე, მაგალითებზე, პრობლემებზე. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.
მონაწილეთა გამოცდილება და პრობლემის მოგვარების სურვილი მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შემუშავების საფუძველი გახდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|