ფეისბუქი დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია როგორც პირადი ურთიერთობისათვის, ასევე საკუთარი პროდუქციის თუ საქმიანობის რეკლამისთვის, თანამოაზრეების მოსაზიდად.
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულმა ქსელმა შექმნა საკუთარი ე. წ. „ფეისბუქის ლაიქ“ გვერდი, რომელიც ძალიან მალე გახდა პოპულარული, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გვერდი ყოველდღიურად ზრდის მომხმარებელთა რიცხვს.
ყოველთვიურად ჩვენ ვაკეთებთ აღნიშნული გვერდის ანალიზს, ვეხმაურებით მომხმარებელთა ინტერესებს, რაც გვაძლევს საშუალებას, მუდამ გვქონდეს კონტაქტი ჩვენი საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან.
მარტი ახალგაზრდულმა ქსელმა დაუთმო მუშაობას ქალთა უფლებებზე, მათ როლზე ჩვენს ქვეყანაში. ფონდი „სოხუმის“ ექვსივე ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება და მათზე ინფორმაციები განთავსდა ფეისბუქის გვერდზე. ამ პუბლიკაციებს მოყვა განხილვა და კომენტარები.
ბიჭების უმრავლესობის აზრით, ქალთა უფლებები არ ირღვევა, რადგან ყველას აქვს საშუალება, იცოდეს საკუთარი უფლება და დაიცვას კიდეც, რაზეც საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამენ გოგონები და პასუხობენ მაგალითებითა და პირადი გამოცდილებით.
კიდევ ერთი აქტუალური განსჯის საგანი იყო თემა: „ახალგაზრდული პროექტები რეგიონებში, რომლებიც არ ფინანსდება“. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია დააფინანსოს სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტი, მაგრამ შეგნებულად არ ითვალისწინებენ ახალგაზრდების მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
ეს და არა მხოლოდ ეს თემები ახალგაზრდებისთვის აქტუალურია და ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქის გვერდი მათთვის ერთ-ერთი საყვარელი „ადგილია“ მოსაზრებების გამოხატვისათვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|