საიდან იღებს
სათავეს 8 მარტის ისტორია, რა შეიცვალა, რა პრობლემები აქვთ ქალებს
და რამდენად არის დაცული მათი
უფლებები - ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა
დებატები სოფელ ნახახულევის (ხონის) საჯარო
სკოლაში, რომელსაც 20 ახალგაზრდა ესწრებოდა.
მონაწილეებმა
ცალსახად დააფიქსირეს, რომ წელიწადის ერთი
დღე არ არის საკმარისი
იმისათვის, რომ ქალები ყურადღების ეპიცენტრში იყვნენ. არსებობს უამრავი
პრობლემა, რომელიც მათ დღემდე აწუხებთ. პრობლემებს შორის დასახელდა მიგრაცია, გენდერული დისბალანსი ოჯახსა და საზოგადოებაში.
ახალგაზრდების აზრით, მეტი სამუშაო
ადგილი უნდა
შეიქმნას ქვეყანაში, რათა შემცირდეს მიგრაცია. სახელმწიფომ უნდა მიიღოს
ცვლილება კანონში გენდერული ბალანსის მისაღწევად.
დებატებზე დაფიქსირდა, რომ ქალთა პრობლემებზე მუშაობა მხოლოდ ამ ერთი დღით
არ უნდა შემოიფარგლოს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |