შაბათი, 27.04.2024, 03:13
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მარტი » 10

ლიდერ გოგონათა სკოლის შესარჩევი ტრენინგები დამთავრდა.

ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთში, ხურჩასა და სენაკში 90-მა დევნილმა გოგონამ მიიღო მონაწილეობა და გამოავლინა თავისი შესაძლებლობები.

მარტის ბოლოს, მონაწილეთა მოტივაციისა და მწვრთნელთა რეკომენდაციების გათვალისწინებით კომისილიდერთა სკოლა 24 მონაწილით დაკომპლექტებ. თითო ქალაქიდან ოთხი აქტიური მონაწილე შეირჩევა, დანარჩენები სარეზერვო ჯგუფში მოხვდებიან და ფონდი „სოხუმის" სხვადასხვა ღონისძიებაში ჩაერთვებიან.

შესარჩევი ტრენინგები იძლევა იმის საფუძველს, რომ ლიდერ გოგონათა სკოლის ახალი შემადგენლობაც ისეთივე აქტიური, კრეატიული და მოტივირებული იქნება, როგორც გასულ წლებში.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 787 | დაამატა: admin | თარიღი: 10.03.2014

რადიო „ძველი ქალაქის" ეთერში გასული გადაცემა ფონდი „სოხუმის" მიერ ზუგდიდში ჩატარებულ დებატებზე მოგვითხრობს, სადაც, როგორც მისი მონაწილეები აღნიშნავენ, „შეიკრიბნენ გულშემატკივარი ადამიანები, რომელთაც სურვილი აქვთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებაში".

გადაცემაში გაშუქდა სხვადასხვა სტრუქტურის საქმიანობა ძალადობის აღმოფხვრის კუთხით. გამოჩნდა პოზიტიური შედეგები, რომლებიც ამ რგოლებს შორის ინფორმაციის სისტემატიური გაცვლისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად  იქნა მიღწეული. და, რაც მთავარია, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა, გამოძებნოს რესურსები ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დახმარებისათვის.

 

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 701 | დაამატა: admin | თარიღი: 10.03.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0