პარასკევი, 26.04.2024, 22:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მარტი » 12

 

ვორკშოპს სხვადასხვა თაობის დევნილ  და ადგილობრივ  ქალბატონებთნ ერთად ახალგაზრდა ვაჟებიც დაესწრნენ. ღონისძიებას პროექტის ფარგლებში მომზადებული ახალბედა მწვრთნელები უძღვებოდნენ, რომელთაც წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ საქმეს.

პირველ ბლოკში  კრებული „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“ წარმოდგენილი იქნა შრი-ლანკელი ვისაკა დარმადასას ისტორიით, რომელიც წყალტუბოში მცხოვრები ბევრი ოჯახისათვის ნაცნობი და მტკივნეულია: „მე ვიბრძვი იმისათვის, რათა სხვა დედებმა არ დაკარგონ შვილები“. მათთვის ორგანული იყო ამ ისტორიის პათოსი: „ყველა ომი საბოლოოდ შერიგებით მთავრდება“.

ვორკშოპის მეორე ნაწილი ქალთა ადამიანური უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო, რომლის დროსაც მონაწილეებმა ინტერაქტიულ დიალოგში გამოკვეთეს სფეროები, სადაც ქალთა გენდერული უსაფრთხოება ყველაზე ნაკლებად არის დაცული. ითქვა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობის პარალელურად, საჭიროა, ქალებმა უფრო ღრმად გაიაზრონ თავისი უფლებები და შეძლონ და ისწავლონ მათი დაცვა, განსაკუთრებით შრომის უფლების დაცვა, რადგან ძალიან ხშირია მაგალითები, რომ ისინი ხშირად ვერ ბედავენ ისარგებლონ კანონით მინიჭებული უფლებით. განსაკუთრებით კერძო სექტორში.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 708 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2014

მარტის შეხვედრების ძირითადი თემა იყო ქალთა სოლიდარობის დღე და ქალთა უფლებები. სულ ჩატარდა 6 შეხვედრა.

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მონაწილეობა მიიღო 10 ახალგაზრდამ. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა: „ადამიანის უფლებები საქართველოში ძალიან პატარა ასაკიდან ირღვევა, უფროსები არ გვისმენენ, არ ითვალისწინებენ ჩვენს სურვილებს და ვენს ცხოვრებას ხელმძღვანელობენ ისე, როგორც მათ უნდა”. თუმცა ამან გამოიწვია დისკუსია, რომელსაც მონაწილეთა ნაწილი არ დაეთანხმა. ამან შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო გახადა. 

 

მეორე შეხვედრა ჩატარდა ქუთაისის 30 სკოლაში. აქ იყო 15 აქტიური მსწავლე, ძალიან კარგი ქართულით და და დისკუსიის კულტურით.

მონაწილეების მოსაზრებები ასეთი იყო:

მოსწავლეთა უფლებები ვიცი და ხშირად  ვიყენებ, ეს კი აღიზიანებს ბევრ ჩემს კლასელს".

უფლებების დაცვა არა მარტო სკოლაში, არამედ ოჯახშიც მიხდება ხოლმე, რაც დიდ პროტესტს იწვევს ჩემს მშობლებში".

სკოლის დირექციამ  სურვილი გამოთქვა, მსგავსი ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს, რადგან ეს ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 779 | დაამატა: admin | თარიღი: 12.03.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0