ხუთშაბათი, 21.11.2019, 15:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მარტი » 15

სენაკის ახალგაზრდულმა ცენტრმა დებატები აფხაზეთის მე-7  სკოლაში მოაწყო.

რას ნიშნავს საკუთარი უფლებები, როგორ გვიცავს კანონი, რამდენად არის დაცული საქართველოში ქალის უფლებები, რა კავშირშია მასთან სტერეოტიპები და ტრადიციები – დებატები ამ მიმართულებით წარიმართა.

ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ კანონის თანახმად ნებისმიერი ადამიანი დაცულია, მაგრამ ყველამ იცის, რომ პრაქტიკულად ქალის უფლებები შეზღუდულია. შეკრებილთა უმრავლესობა მიზეზებს მენტალიტეტსა და სტერეოტიპებში ეძებს. თუმცა, რამდენიმე განსხვავებული მოსაზრებაც დაფიქსირდა. ერთ-ერთი მონაწილის აზრით, ტრადიციებში შესაცვლელი არაფერია, მამაკაცი ყოველთვის ერთპიროვნული ლიდერი იყო ოჯახში და ამაში მიუღებელი არაფერია.

„ჩემმა ცოლმა არ უნდა იმუშაოს, უმჯობესია დაჯდეს სახლში და შვილები გაზარდოს“, - ამ მოსაზრებას ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა. დაფიქსირდა, რომ  ქალის უფლებები ირღვევა იქ, სადაც მისი არჩევანი იზღუდება, ან სხვის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. 

დებატების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ თუ გვსურს დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი საზოგადოების შენება, აღნიშნულ თემაზე დისკუსიები უნდა გაგრძელდეს, რათა ახალგაზრდობის ცნობიერება სწორი მიმართულებით ჩამოყალიბდეს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 558 | დაამატა: admin | თარიღი: 15.03.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0