კვირა, 24.11.2024, 00:34
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » მარტი » 6 » ფონდი „სოხუმი“ მოხალისეობის გამოფენაზე
22:25
ფონდი „სოხუმი“ მოხალისეობის გამოფენაზე

ქუთაისმა მოხალისეობის გამოფენა-ფორუმს უმასპინძლა (ორგანიზატორები - ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, აშშ მშვიდობის კორპუსის მოხალისეები და არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჰელფინგ ჰენდი”).

გამოფენაში, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას, მათ შორის - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტებით, რომელსაც ახალგაზრდული ფრთის წევრები მარი კვეკვესკირი და გერმანელი მოხალისე ელენ შრიოდერი წარმოადგენდნენ. მაგიდაზე გამოფენილი იყო ფონდის პუბლიკაციები, რომელსაც დიდი ინტერესით ეცნობოდნენ დამთვალიერებლები. რამდენიმე სტუდენტმა ფონდ „სოხუმთან" თანამშრომლობის  სურვილი გამოთქვა და მოხალისედ ჩაეწერა ახალგაზრდულ პროექტებში.

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ გამოფენა-ფორუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს. 

კატეგორია: გამოფენები | ნანახია: 971 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0