ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:57
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 31

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებში, სადაც განიხილებოდა  „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები.

ორგანიზაციის პრინციპული პოზიცია, მონაწილეობა მიეღო კანონპროექტის განხილვებში, ყველაზე მეტად განპირობებული იყო იმით, რომ, პროექტის თანახმად (საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე), კანონს ემატება ნორმები, რომლითაც განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის ფორმები ოჯახში ძალადობის წნააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში, რაც, შეიძლება, მოიცავდეს ცნობიერების ამაღლებას, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და ანალიზს, მედიაციას, ადგილებზე მსხვერპლთა თავშესაფრების/კრიზისული ცენტრების მოწყობას, ადგილობრივ სოციალურ პროგრამებში მსხვერპლთა საჭიროებების გათვალისწინებას და სხვა.

სხდომაზე მოგვეცა საშუალება, დაგვესაბუთებინა სხვა სახელმწიფო რგოლებთან და სოციალურ ინსტიტუტებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვის აუცილებლობა ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთათვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენის, ძალადობის შემთხვევების მართვის საკითხში.

ფონდი „სოხუმი" სხვადასხვა დონეზე, წლებია, აყენებს საკითხს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციის, განსაკუთრებით, ძალადობის მხვერპლთა დახმარების კუთხით განხორციელებულ საქმიანობებში აუცილებელია ადგილობრივ სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებული მათი დაცვისა და დახმარების ღონისძიებები, სახელმწიფო რეფერალური მექანიზმის სუბიექტების მუშაობაში ადგილობრივი ხელისუფლების მოაზრება, როგორც ერთ-ერთი მაკოორდინირებელი რგოლისა. ფონდის პრინციპული პოზიციაა, რომ ეს  იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. ყოველივე ამის უზრუნველყოფა კი შეუძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების გარეშე.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა  აღნიშნულ კანონპროექტს და მისი თანმდევი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.  

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონის მიღება იქნება ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკური ნება, ხაზი გაუსვას სახელმწიფოს პირდაპირ  პასუხისმგებლობას პრობლემის მოგვარების კუთხით. ფონდს დაგეგმილი აქვს, გააგრძელოს მუშაობა კანონპროექტის საზოგადოებრივი მხარდაჭერის კამპანიის მიმართულებით. 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 768 | დაამატა: admin | თარიღი: 31.10.2013

ბათუმში გრძელდება ახალგაზრდული ფორუმ–თეატრების დრო.

ამჯერად მუშაობა ახალ ეტაპზე გადადის. ქალაქის სამ სკოლაში ჩატარდა მსახიობთა შერჩევა. პირველ სკოლაში 8 მოსწავლემ გამოთქვა მსახიობობის სურვილი, მეორე სკოლაში - 14-მა, მეშვიდე სკოლაში კი კასტინგში 21 მოსწავლე მონაწილეობდა.

მათთვის მასტერ–კლასები ჩაატარეს ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრის რეჟისორმა და მსახიობებმა, რამაც ძალიან დააინტერესა თითოეული მონაწილე.

სულ მალე ბათუმში სამი სასკოლო ფორუმ–თეატრი ჩამოყალიბდება. თითოეულში 5 ბავშვი უნდა იყოს, თუმცა პროექტში ყველა მათგანს უნდა  დარჩენა...

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხhttps://www.facebook.com/axalgazrduli.forumteatri?fref=ts

 

პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

 განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 833 | დაამატა: admin | თარიღი: 31.10.2013



ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში კვლავ განაგრძობს საქმიანობას.

ქალბატონები ამჯერად შეიკრიბნენ ახალი პროექტის გენდერული საკონსულტაციო საბჭო - გაუმჯობესებული პერსპექტივებიქალთა უფლებების გატკიცება და რეგიონის ეფექტური  მართვა" ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე ქალთა მონაწილეობის გაზრდას. კლუბის წევრები აცხადებენ, რომ აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის მიმდინარეობაში და კვლავაც ხელს შეუწყობენ სოციალური პრობლემების ადვოკატირებას.

ახალი პროექტის გაცნობის შემდეგ, კლუბის წევრებმა მათთვის აქტუალური პრობლემები დასვეს. მათ შორის ერთი-ერთი იმ დევნილთა საკითხი იყო, რომლებიც წლების წინ სასტუმრო „მედეადან" გამოასახლეს.

- იმის გამო, რომ მაშინ გაიზარდა ბინების ფასი, ბევრმა დევნილმა კომპენსაციის მიღების შემდეგ ვერ შეძლო ბინის შეძენა, ზოგი მათგანი დღესაც ქირით ცხოვრობს ან ნათესავთანაა შეკედლებული, - აღნიშნა მარინა მურღულია.

შეხვედრაზე დაისვა დაუსაქმებელ ქალთა პრობლემები.

 

ინფორმაცია შეხვედრისა და პროექტის შესახებ გაშუქდა „აჭარის" ტელევიზიით.

http://www.ajaratv.ge/ge/index.php?page=shownews&id=52378

ინფორმაცია დაიდო „აჭარა p.s."-ზეც.

http://adjaraps.com/2013/10/31/გენდერული-საბჭო-ახალი-

 

იმავე დღეს ბათუმში მეორე შეხვედრა ჩატარდა.

ახალი პროექტის თანახმად,  ბენეფიციარები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან. სწორედ ამ მიზეზით", ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ქალაქ ბათუმის მერიასთან არსებულ „მეგობრობის სახლს" ესტუმრნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მასპინძლობდა მედეა მიქელაძე - დიაპორებთან ურთიერთობის მენეჯერი. აღინიშნა, რომ „მეგობრობის სახლი" 2007 წელს დაარსდა და ცხრა ერის წარმომადგენლებს აერთიანებს. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით „მეგობრობის სახლში" საინტერესო კულტურული ღონისძიებები ტარდება.

ამ უჩვეულო სახლმა ფონდ „სოხუმთან" აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოხატ.

 

პროექტი ხორციელდება აშშ-ის  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 857 | დაამატა: admin | თარიღი: 31.10.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 65
სტუმარი: 65
მომხმარებელი: 0