„გურია" ხშირად აკეთებს სოციალურ სიუჟეტებს და აქტიურადაა
ჩართული ქალაქის ცხოვრებაში, ამიტომაც ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტები ინტერესით შეხვდნენ ინფორმაციას გენდერული საკონსულტაციო საბჭოების
შექმნის შესახებ.
ოზურგეთში არსებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა
კარგად იციან ფონდი „სოხუმის" აქტივობებზე, ბევრი მათგანი გენდერული თანასწორობის ქსელის
წევრია და მათ უნდათ უკეთესი გენდერული პოლიტიკის გატარება რეგიონში. ამან განაპირობა
ინტერესი ახალი პროექტის მიმართ. ეს ინტერესი და საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი
გამოიხატა ანკეტების პასუხებში.
ოზურგეთელი
ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ მუშაობა ნაყოფიერად წარიმართება და სასიკეთო ცვლილებებს ელიან.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|