კვირა, 24.11.2024, 01:20
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 09

მძღოლებო, ნუ დაჯდებით საჭესთან ნასვამი!

შეჩერდით! სიცოცხლე ყველაფერზე ძვირფასია!

მოქალაქეებო, დაიცავით საგზაო მოძრაობის წესები! - ასეთი მესიჯები ჰქონდათ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. აქცია წყალტუბოში გაიმართა, დევნილთა ახალ დასახლებაში. ორგანიზატორები იყვნენ ფონდი „სოხუმის" წყალტუბოს ახალგაზრდული ცენტრის საინიციატივო ჯგუფის წევრები.

მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ფურცლები, რომელშიც საგზაო ნიშნების მნიშვნელობა და ფუნქციები იყო განმარტებული.

მონაწილეებმა ამ აქციით საზოგადოებას შეახსენეს, რომ ნასვამი მძღოლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, რაც პროტესტის საფუძველს იძლევა.

ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა. მხარდაჭერა გამოხატეს მძღოლებმაც, რომლებიც აღნიშნული გზის მონაკვეთზე მოძრაობდნენ და უნებლიედ გახდნენ აქციის მონაწილეები. პრობლემის აქტუალობა  წყალტუბოში ბოლო დროს გახშირებულმა ავტოავარიებმა განაპირობა. 

აქციას უძღოდა დებატი თემაზე „ახალგაზრდობა - სიცოცხლის დასაცავად."

დებატ-კლუბის წევრებმა განიხილეს ინტერნეტ-სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ავტოავარიების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი ნასვამი მძღოლია. ახალგაზრდების აზრით, ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე ძვირფასია და მისი ხელყოფის უფლება არავის აქვს. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: აქციები | ნანახია: 820 | დაამატა: admin | თარიღი: 10.10.2013

ამ შეხვედრამდე ფონდი „სოხუმის" თანამშრომელი რედაქციებში შეხვდა ჟურნალისტებს, გააცნო მათ ინფორმაცია გენდერული საკონსულტაციო საბჭოების შექმნის შესახებ.

ამ დღეს კი ფონდი „სოხუმის" სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეიკრიბნენ მედიასაშუალებების წარმომადგენლები და დაწვრილებით გაეცნენ ფონდის მრავალწლიან გამოცდილებას ქალთა გააქტიურების მიმართულებით. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ახალი პროექტი, რომლის განხორციელებაში მედიას განსაკუთრებული მისია ეკისრება.

ჟურნალისტებმა შეავსეს ანკეტები, ახსნეს თავიანთი მოტივაცია: „მაქვს სურვილი, აქტიურად ჩავერთო", „მინდა, პოზიტიური წვლილი შევიტანო"...

ეს იმას ნიშნავს, რომ სენაკელი ჟურნალისტები აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ პროექტში, რომელიც  სასიკეთო ცვლილებების საფუძველი უნდა გახდეს ქალაქში.

ტელეკომპანია „ეგრისისა" და გაზეთების („მრწამსი" და „მთავარი თემა სამეგრელოში") ჟურნალისტებმა გააშუქეს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ.

 

პროექტი  ხორციელდება  გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 722 | დაამატა: admin | თარიღი: 09.10.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0