20 ქალბატონი (სახელმწიფო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლები) შეიკრიბა „ქალთა
პოლიტიკური ლიდერობის სკოლის" მეორე კურსის საგანმანათლებლო ტრენინგზე.
ტრენინგი კურორტ საირმეში ჩატარდა მონაწილეებისთვის საინტერესო თემებზე:
ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა; კომუნიკაცია და მასმედიასთან ურთიერთობა;
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325; ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება.
პროექტის „ქალთა ხმების გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში"
ფარგლებში ტრენინგი საერთაშორისო დონის მწვრთნელებმა ჩაატარეს. სამდღიანი მუშაობა კი
დასრულდა რეკომენდაციებისა და შემდგომი მოქმედების გეგმის შემუშავებით ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებში აქტიური ჩართვისთვის.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა
ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით |