კვირა, 24.11.2024, 01:34
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 11

- ვინ როგორ იცნობს საქართველოს წარსულს. რამდენად იციან კულტურული ძეგლების ისტორია და მნიშვნელობა, - სენაკის დებატ-კლუბმა ეს საკითხი მიიჩნია აქტუალურად და თემის ირგვლივ დისკუსია გამართა.

მონაწილეები სრულიად იზიარებდნენ იმ აზრს, რომ აუცილებელია ისტორიული ძეგლების დაცვა, ვინაიდან ეს ძეგლები საუკუნეებს ითვლიან და  მათში ასახული უძველესი ქართული კულტურა.

ყველა ქართველი ვალდებულია, იცნობდეს საკუთარ ისტორიულ მემკვიდრეობას, გაუფრთხილდეს და მომავალ თაობას შემოუნახოს,"  - აღინიშნა დისკუსიისას.

ითქვა, რომ საქართველოს ყველა მხარე მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით და ახალგაზრდობამ წარსულის პატივისცემა საკუთარი კუთხის ისტორიის შესწავლით უნდა დაიწყოს.

შეხვედრაზე ნათქვამი მალე რეალობად აქციეს - დებატების დასრულების შემდეგ ახალგაზრდები სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ.

გადაწყდა, მომდევნო თვეებში სხვა კულტურული  ძეგლები მოინახულონ და უფრო მეტი გაიგონ მათ შესახებ.  

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 785 | დაამატა: admin | თარიღი: 11.10.2013

- რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ნაადრევ ქორწინებას, რა ასაკი ითვლება ქორწინებისთვის იდეალურ ზღვრად, რას ამბობს საკანონმდებლო სისტემა, რას ფიქრობენ თავად ახალგაზრდები - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია ხურჩის ახალგაზრდულ ცენტრში.

მონაწილეებმა რეალური მაგალითებით განიხილეს, რა პრობლემები და სირთულეები შეიძლება შეხვდეს გოგონას, რომელიც სკოლის ასაკში ქმნის ოჯახს. პრობლემებში პირდაპირ მიუთითეს, რომ ასეთ შემთხვევაში გოგონები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი: ვერ აგრძელებენ სწავლას, ნაკლებად აქვთ არჩევანის უფლება, დამოკიდებულნი ხდებიან სხვებზე.

ახალგაზრდების აზრით, ნაადრევი ქორწინება პირდაპირ კავშირშია დისკრიმინაციასთან.  ქორწინების ოპტიმალური ასაკის განსაზღვრისას აზრთა სხვადასხვაობა  შეიმჩნეოდა. მაგრამ ერთსულოვანი იყვნენ იმაში, რომ ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც გოგონათა დისკრიმინაციას უკავშირდება.   

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 819 | დაამატა: admin | თარიღი: 11.10.2013


ფონდი „სოხუმი" გოგონათა დღეს ფოტოაქციით აღნიშნავს. 11 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ექვს ქალაქში, ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა (აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელი), ახალგაზრდულ ცენტრებში  ფოტოსესია მოეწყო. ახალგაზრდებმა ფოტოსურათებით  გამოხატეს პროტესტი ყველა ფორმის ძალადობის მიმართ და  დააფიქსირეს, რომ გენდერულ დისბალანსს, დისკრიმინაციას, იძულებით ქორწინებას ეწინააღმდეგებიან და რომ ბავშვები უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში უნდა იზრდებოდნენ.

გოგონათა საერთაშორისო დღე 11 ოქტომბერს 2012  წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციით  აღინიშნება. ამ დღის მიზანია, ყურადღება მიექცეს  გენდერული დისბალანსის  პრობლემას ბიჭებსა და გოგონებს შორის, რომლის შედეგია სრულფასოვანი განათლების და  სამედიცინო მომსახურების არათანაბარი ხელმისაწვდომობა, სიღარიბ, დისკრიმინაცი და იძულებითი ქორწინება.


კატეგორია: აქციები | ნანახია: 910 | დაამატა: moderatori | თარიღი: 11.10.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0