კვირა, 24.11.2024, 01:52
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 30

ჭორი დაუდასტურებელი ინფორმაციაა. მისი წყარო უცნობია, მაგრამ სწრაფად კი ვრცელდება. ფსიქოლოგებს შემჩნეული აქვთ, რომ  ის ადამიანები ჭორაობენ, რომლებსაც ახლობლების ყურადღება აკლიათ.

პრაქტიკა უჩვენებს, რომ ჭორის მოყვარული ადამიანები კონფლიქტურებიც არიან.

რა თქმა უნდა, შეიძლება თავი დავიმშვიდოთ ხალხური სიბრძნით: „თქვენ ჩემ ზურგსუკან თუ ლაპარაკობთ, ესე იგი მე წინა ვარ", მაგრამ...

ქალებმა თვითონ ითხოვეს, სხვა მრავალ საკითხთან ერთად შეხვედრებზე ჭორებისთვისაც დაეთმოთ დრო. სათქმელი ბევრი ჰქონდათ... ბევრმა ჩაიხედა სულში, ბევრიც ცხოვრების სტილის შეცვლაზე დაფიქრდა...

მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჭორების ნეგატიური შედეგები: ჭორები ანადგურებს ნდობას. ჭორები ართულებს სიტუაციას. ჭორები აუფასურებს ურთიერთობებს. ჭორები – კონფლიქტის გამოწვევაა...

  • შეხვედრების დროს მიღებული რჩევები კი დროული იყო: მანამ შეებრძოლეთ ჭორებს, სანამ გაიგონებდეთ. სხვის ხარჯზე ნუ ეცდებით თვითდამკვიდრებას. უფრო კეთილები იყავით...

 

ოქტომბერში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან - მონაწილეობდა 18-დან 60 წლამდე ასაკის 69 ქალი.

ხურჩის, სენაკის, ქუთაისის, ფოთის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის  ცენტრებში კი  თითო ჯგუფური შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა თაობის ქალებთან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია  

Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 768 | დაამატა: admin | თარიღი: 31.10.2013

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ოქტომბერში 36 სამობილიზაციო შეხვედრა ჩაატარეს.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო - ოჯახური ძალადობა, ტრადიცია და მენტალიტეტი.

შეხვედრების დროს გავრცელდა ინფორმაცია დევნილთათვის აქტუალური სიახლეების შესახებ, დარიგდა საინფორმაციო მასალები ძალადობის პრევენციისა და სხვა  პრობლემების შესახებ.

სამობილიზაციო შეხვედრებზე შეკრებილთა ერთმა ნაწილმა შემდგომში მონაწილეობა მიიღო ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ შეხვედრებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია  Brot für die Welt – Evangelischer  Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 747 | დაამატა: admin | თარიღი: 30.10.2013

ტოლერანტობა შემწყნარებლობაა, მოთმინება და სხვისი აზრის პატივისცემაა. ეს ადამიანთა შორის ურთიერთობისთვის აუცილებელი თვისებაა, ამიტომაც იქცა ეს საკითხი ერთ–ერთ თემად გოგონებთან შეხვედრების დროს.

ოქტომბერში ჩატარებულმა ექვსმა შეხვედრამ აჩვენა ინტერესი საკითხის მიმართ. 64 გოგონა და ბიჭი აქტიურობდა დისკუსიაში, თავის აზრს გამოხატავდა, თავისი ტოლერანტულობის ხარისხს ადგენდა...

ფოთისა და ხონის ახალგაზრდულ ცენტრებში დისკუსიებთან ერთად გერმანიიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა მოხალისემ ელენ შროედერმა ჩაატარა ვორკშოპები საინტერესო ფსიქოლოგიური თამაშებით. 

მონაწილეებისთვის ასეთი  შეხვედრები მრავლისმომცემი და დასამახსოვრებელია - ისინი ნორმალურ ურთიერთობას და ტოლერანტობას სწავლობენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 809 | დაამატა: admin | თარიღი: 30.10.2013

ფონდი "სოხუმისპროექტის ასისტენტის შეხვდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ მარგველაშვილ. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის პრეზენტაციის და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის თარიღის დადგენა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 825 | დაამატა: admin | თარიღი: 30.10.2013

ყოველი ღონისძიება, რომელიც  ქალთა სოციალური აქტივობის ამაღლებაზეა ორიენტირებული, პოზიტიურ ცვლილებებსა და შედეგებს იძლევა.  ეს ფონდი „სოხუმის" ერთ–ერთი კვლევის დასკვნაა.

როგორ ტარდება ეს ღონისძიებები, რა გავლენას ახდენს ქალებზე, როგორ ცვლის მათ ცხოვრებას, დამოკიდებულებას ადამიანებისა და მოვლენების მიმართ - კონკრეტული ისტორიებით  ამაზეა მოთხრობილი ჟურნალის ახალ ნომერში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 761 | დაამატა: admin | თარიღი: 30.10.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 34
სტუმარი: 34
მომხმარებელი: 0