„ახალგაზრდული ინიციატივები - ადგილობრივ სტრუქტურებთან
თანამშრომლობის პერსპექტივები" - ამ თემაზე
ჩატარდა მრგვალი მაგიდა ხონის საკრებულოში, რომელსაც ესწრებოდნენ ორგანიზაცია
PIN-ის („ადამიანი გაჭირვებაში") მხარდაჭერით
მიმდინარე პროექტის მონაწილეები, აქტივისტები, ფსიქოლოგი, იურისტი,
საკრებულოს წარმომადგენლები.
ეს იყო პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა. მოწვეულმა ექსპერტმა ბაჩანა
ბასილაიამ (საკრებულოს მთავარი სპეციალისტი) ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხონის მიმდებარე სოფლებში -
ნახახულევსა და მათხოჯში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება, რადგან
ისინი მოკლებულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
პროექტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მიიღეს შესანიშნავი გამოცდილება,
როგორ ჩაატარონ ვორკშოპები, როგორ მოაწყონ დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე. გარდა
ამისა, უკვე ფლობენ ადვოკატირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ამ კუთხით მიღებული გამოცდილება მომავალში მეტი
აქტიურობის საფუძველს იძლევა.
მრგვალი მაგიდის დასასრულს, ახალგაზრდებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც გულისხმობს
ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას ადგილობრივ თვითმმართველობასთან
თანამშრომლობით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში"
(PIN) მხარდაჭერით (ჩეხეთი) |