„ყვავილების
აქციით" შეუერთდა ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ქსელი მშვიდობის
დღეებს (24-29 ოქტომბერი),
რომელიც გაერომ და ეუთომ გამოაცხადეს.
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ხურჩისა და ფოთის ახალგაზრდული
ცენტრების ლიდერები ქუთაისში შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრში, თეთრ ხიდზე
მშვიდობიანი აქცია მოაწყვეს. მონაწილეებმა აქციის სიმბოლოდ ყვავილები შეარჩიეს და საზოგადოების
ყურადღება ამით მიიპყრეს.
გამვლელები, სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მხარდაჭერას სხვადასხვანაირად გამოხატავდნენ:
ზოგიერთები საერთო ფოტოებზე დაფიქსირდნენ, ზოგიერთებმა თავად გადაიღეს სამახსოვრო
ფოტოები, ზოგმა კი მხარდაჭერის ნიშნად თან წაიღო ყვავილები და აქციის სლოგანები - მშვიდობა, ჰარმონია, უარი
ომს...
აქციის მონაწილეები მდინარე რიონის სანაპიროზე
ჩავიდნენ და ყვავილები მდინარეში ჩაუშვეს.
- აქციის მიზანია, ფონდი „სოხუმის"
ახალგაზრდების ხმა შეუერთდეს მსოფლიოს მშვიდობისმოსურნეთა ხმას. ყვავილებს - როგორც მშვიდობის სიმბოლოს, მდინარე რიონს ვატანთ,
რადგან რიონი შავ ზღვას უერთდება და გვინდა აქედან მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ
ჩვენი სამშვიდობო სიგნალი, - ამბობენ აქციის ინიციატორები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (Kvinna till Kvinna)
მხარდაჭერით (შვედეთი) |