ამ დღისთვის ფონდ „სოხუმში" სპეციალურად გაკეთდა პოსტერი „ბათუმში ახალგაზრდული
ფორუმ–თეატრის დროა!"
ნამდვილად - ბათუმში ფორუმ–თეატრის დრო დადგა...
მუშაობა წარიმართება პატარა პროექტის „ახალგაზრდობა არაძალადობრივი კულტურისთვის
ბათუმში" ფარგლებში, რომელიც დააფინანსა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.
პირველ, მეორე და მეშვიდე სკოლებში წარმოდგენები გამართა ფონდი „სოხუმის"
უკვე გამოცდილმა ახალგაზრდულმა ფორუმ–თეატრმა. ბათუმელი მოსწავლეები დაინტერესდნენ
ამ ახალი ფორმით და საკმაოდ საინტერესო მუშაობაში ჩართვის სურვილი გაუჩნდათ. შემდეგში
მათთვის მასტერ–კლასები ჩატარდება და სასკოლო ფორუმ–თეატრებიც შეიქმნება.
ერთ–ერთ შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყველგან დარიგდა
პოსტერები და პრეს–რელიზი პროექტის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. https://www.facebook.com/axalgazrduli.forumteatri?fref=ts
პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მხარდაჭერით |