პარასკევი, 26.04.2024, 17:17
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 30
 

გოგონები ახალგაზრდა ლიდერთა სკოლიდან, მათი შეცვლილი ცხოვრება, მუშაობის გაფართოება და ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ცენტრების ქსელის შექმნა - ამის შესახებ უამბობს მკითხველს ჟურნალ „ქალთა ხმის" ახალი ნომერი.

 

ამონარიდები ახალგაზრდა ლიდერებთან ინტერვიუდან:

„ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ფონდ „სოხუმში" მოვედი".

„ლიდერთა სკოლის პირველი კურსის დასრულების შემდეგ უფრო აქტიური გავხდი, თავდაჯერებული, კომუნიკაბელური. გავიზარდე, გავთამამდი".

„ფონდთან თანამშრომლობამ ძალა შემმატა".

ეს ფრაგმენტებია, ყველაზე საინტერესო კი ჟურნალშია, სტატიებში აქტიურ, ჭკვიან და ლამაზ გოგონებზე...

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია  „ქალები  ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 796 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2013

ქუთაისის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან - მონაწილეობდა 28-დან 62 წლამდე ასაკის 73 ქალი.

რეგიონებში - ხურჩის, სენაკის, ქუთაისის, ფოთის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის  ცენტრებში გაიმართა თითო ჯგუფური შეხვედრა. იყო 4 ინდივიდუალური შეხვედრა და 3 ზარი ფონდი „სოხუმის" ცხელ ხაზზე.

ეს სტატისტიკაა. შეხვედრათა შინაარსი საინტერესო და სასარგებლოა.

უპირველესად, იმიტომ, რომ ისინი ემოციებსა და გრძნობებს ეძღვნებოდა.

მეორეც, მონაწილეებს მისცეს რჩევები და „რეცეპტები", როგორ მართონ ემოციები.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ჩვენ ბავშვობიდან გვიყალიბდება ქცევა, რომელიც გრძნობით გამოცდილებას ეფუძნება: შეხებითი, ყნოსვითი, მხედველობითი, გემოვნებითი და სმენითი „კონტაქტები" გარესამყაროსთან. განვიცდით დადებით ემოციებს (გვიხარია) ან უარყოფითს (ვბრაზდებით, გვწყინს)...

ნეგატიური ემოციური მდგომარეობა ანგრევს პიროვნების შინაგან სტრუქტურას, აფერხებს ინდივიდუალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესს. სამწუხაროდ, ჩვენ იშვიათად გვასწავლიან, როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ აუცილებელია, საკუთარი ძალისხმევით მოვიშოროთ ნეგატიური ემოციები, რომლებიც ხელს გვიშლის ცხოვრებაში და მთელი ფერადოვნებით გამოვიყენოთ დადებითი ემოციები, რათა შევიგრძნოთ სიცოცხლის სისავსე. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 883 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2013

ფონდისოხუმის" წარმომადგენლები შეხვდნენ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს ავთანდილ სურგულაძეს და გააცნეს ახალი პროექტის მიზნები და ამოცანები.

ბატონმა ავთანდილმა განაცხადა, ომ ოზურგეთის საკრებულო აქტიურად ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში, რადგან პროექტი ინოვაციურია და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შექმნა კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის საზოგადოებისა და  ადგილობრივი თვითმართველობის მჭიდრო თანამშრომლობას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 833 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0