სენაკის საკრებულოში შედგა
ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლების შეხვედრა საკრებულოს წევრ ქალბატონებთან - თამილა
სორდიასთან, ნატალია ხუბუასთან და დინარა ხუხუასთან.
შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია
ახალი პროექტის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტში საკრებულოს წევრების
მონაწილეობაზე.
ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლების
თქმით, პროექტი პილოტური და ინოვაციურია, რადგან რეგიონალურ დონეზე არ არსებობს გენდერული
საკონსულტაციო საბჭოები. ეს პირველი პრეცედენტია, როცა პროექტის ფარგლებში იქმნება
მსგავსი არაფორმალური საბჭოები დასავლეთ საქართველოს სამ ქალაქში (ქუთაისი, სენაკი
და ოზურგეთი).
საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს,
რომ მათი აქტიურობა, გარკვეულწილად, ფონდი „სოხუმის" დამსახურებაა და ისინი მზად არიან
ორგანიზაციასთან შემდგომი თანამშრომლობისათვის
გენდერული საბჭოს შემადგენლობაში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით |