ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 30 » ფსიქოლოგები ურჩევენ, როგორ მართონ ემოციები
14:43
ფსიქოლოგები ურჩევენ, როგორ მართონ ემოციები

ქუთაისის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან - მონაწილეობდა 28-დან 62 წლამდე ასაკის 73 ქალი.

რეგიონებში - ხურჩის, სენაკის, ქუთაისის, ფოთის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის  ცენტრებში გაიმართა თითო ჯგუფური შეხვედრა. იყო 4 ინდივიდუალური შეხვედრა და 3 ზარი ფონდი „სოხუმის" ცხელ ხაზზე.

ეს სტატისტიკაა. შეხვედრათა შინაარსი საინტერესო და სასარგებლოა.

უპირველესად, იმიტომ, რომ ისინი ემოციებსა და გრძნობებს ეძღვნებოდა.

მეორეც, მონაწილეებს მისცეს რჩევები და „რეცეპტები", როგორ მართონ ემოციები.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ჩვენ ბავშვობიდან გვიყალიბდება ქცევა, რომელიც გრძნობით გამოცდილებას ეფუძნება: შეხებითი, ყნოსვითი, მხედველობითი, გემოვნებითი და სმენითი „კონტაქტები" გარესამყაროსთან. განვიცდით დადებით ემოციებს (გვიხარია) ან უარყოფითს (ვბრაზდებით, გვწყინს)...

ნეგატიური ემოციური მდგომარეობა ანგრევს პიროვნების შინაგან სტრუქტურას, აფერხებს ინდივიდუალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესს. სამწუხაროდ, ჩვენ იშვიათად გვასწავლიან, როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ აუცილებელია, საკუთარი ძალისხმევით მოვიშოროთ ნეგატიური ემოციები, რომლებიც ხელს გვიშლის ცხოვრებაში და მთელი ფერადოვნებით გამოვიყენოთ დადებითი ემოციები, რათა შევიგრძნოთ სიცოცხლის სისავსე. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 901 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 59
სტუმარი: 59
მომხმარებელი: 0