გოგონები ახალგაზრდა ლიდერთა სკოლიდან,
მათი შეცვლილი ცხოვრება, მუშაობის გაფართოება და ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ცენტრების
ქსელის შექმნა - ამის შესახებ უამბობს მკითხველს ჟურნალ „ქალთა ხმის" ახალი ნომერი.
ამონარიდები ახალგაზრდა ლიდერებთან
ინტერვიუდან: „ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა
მას შემდეგ, რაც ფონდ „სოხუმში" მოვედი". „ლიდერთა სკოლის პირველი კურსის
დასრულების შემდეგ უფრო აქტიური გავხდი, თავდაჯერებული, კომუნიკაბელური. გავიზარდე,
გავთამამდი". „ფონდთან თანამშრომლობამ ძალა
შემმატა". ეს ფრაგმენტებია, ყველაზე საინტერესო
კი ჟურნალშია, სტატიებში აქტიურ, ჭკვიან და ლამაზ გოგონებზე... პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |