ქუთაისის
საკრებულოში ჩატარდა ფონდი "სოხუმის” პროექტის ასისტენტები შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ
მარგველაშვილს და ახალი პროექტი გააცნეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საკრებულოს სამდივნოს
უფროსის მოადგილე თიკო ნიქაბაძე.
საკრებულოში პროექტი მოიწონეს და განაცხადეს, რომ აქტიურად ჩაერთვებიან
მის განხორციელებაში. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი საკითხი: ფონდი "სოხუმისა” და ქუთაისის საკრებულოს
თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის მომზადება და გენდერული საკონსულტაციო საბჭოსთვის სავარაუდო კანდიდატების შერჩევა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის
ფონდის მხარდაჭერით |