სენაკის საკრებულო მზადაა, აქტიურად
ჩაერთოს მუშაობაში, რათა მიღწეულ იქნას გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი
პროექტის მიზნები.
ფონდი „სოხუმის წარმომადგენლები
შეხვდნენ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ზურაბ ხაბურზანიას.
შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის
გაცნობას (ახალი ინსტიტუციონალური მოდელის - გენდერული საკონსულტაციო საბჭოების შექმნა
დასავლეთ საქართველოს სამ ქალაქში: ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში) და თანამშრომლობის
სამომავლო გეგმებზე მსეჯლობას.
სენაკის საკრებულოს ფონდ „სოხუმთან"
ნაყოფიერი და პოზიტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რის შედეგადაც, ბატონი ზურაბის თქმით,
გაიზარდა მოქალაქეთა ნდობა საკრებულოს მუშაობის მიმართ.
„სენაკის საკრებულო მზადაა, აქტიურად
ჩაერთოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოების მუშაობაში გენდერული თანასწორობის მიღწევისა
და ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის", - აღნიშნა ზურაბ ხაბურზანიამ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით |