სამშაბათი, 12.11.2019, 14:35
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 01

სექტემბრის შეხვედრები ჩვეული რაოდენობით ჩატარდა - 16 სამობილიზაციო შეხვედრა ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთსა და ხურჩაში მცხოვრებ დევნილებთან...

შეხვედრები თემა იყო - მშვიდობა შინ და გარეთ....

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეზე, ქალის როლზე მშვიდობის მშენებლობაში...

ათ აღნიშნეს, რომ მშვიდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც,  ქალი კი მშვიდობის სიმბოლოა და ბევრის გაკეთებაც შეუძლია მშვიდობის დასამყარებლად შინ და გარეთ...

ხურჩაში, ერთ-ერთ სამობილიზაციო შეხვედრაზე  აღინიშნა: „მშვიდობა განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენთვის, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალებისთვის, სადაც ყოველ წუთს ირღვევა ადამიანის სიმშვიდე, მისი უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში. ასეთი შეხვედრების შემდეგ კიდევ უკეთ ვგრძნობთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და თითოეული ჩვენგანის წვლილს... "

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 584 | დაამატა: admin | თარიღი: 01.09.2013


გენდერული საბჭოები - ახალი ინსტიტუციონალური მოდელი გენდერული

ცვლილებებისათვის რეგიონებში

 

2013 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი" ახორციელებს პროექტს გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის".

პროექტ ფინანსებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდი, ხოლო მას ახორციელებს ფონდი „სოხუმი" საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან კოორდინაციით.

პროექტი მიზნად ისახავს ქალთა მონაწილეობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რასაც უზრუნველყოფენ დასავლეთ საქართველოს სამ ქალაქში (ქუთაისი, სენაკი, ოზურგეთი) შექმნილი გენდერული საკონსულტაციო საბჭოები. საბჭოების შემადგენლობაში შევლენ ადგილობრივი საკრებულოს  წევრები და  სამოქალაქო აქტივისტი ქალები და მამაკაცები (დევნილი და ადგილობრივი მოქალაქეები, ეთნიკური უმცირესობების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციებიწარმომადგელები).

ყოველწლიურად, გენდერული საკონსულტაციო საბჭოები ჩატარებენ ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკისა და ბიუჯეტების გენდერულ ანალიზ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს გენდერული კოპონენტების გასათვალისწინებლად ადგილობრივ ბიუჯეტებში და ლობირებას გაუწევენ მათ. საბჭოები შეისწავლიან ადგილობრივ გენდერულ საჭიროებებს, რის საფუძველეც შემუშავებენ პროექტებდა წარადგენენ მათ ადგილობრივ საკრებულოებში თანადაფინანსებისათვის.

პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა წარმომადგენლობის და მათი როლი გაზრდის საჭიროებაზე  რეგულარული შეხვედრების, საინფორმაციო კამპანიის (ჟურნალი, ვებ-გვერდი, ფეისბუქ-გვერდები, სატელევიზიო და რადიოგადაცემები) თუ მრგვალი მაგიდების საშუალებით.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოები მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან.

მოსალოდნელი შედეგები:

·         სამ ქალაქში შექმნილმა გედერულმა საკონსულტაციო საბჭოებმა (ინსტიტუციონალური მექანიზმიმოდელი) ხელ შეუწყვეს ადგილობრივ ბიუჯეტებსა და პროგრამებში გენდერული კომპონენტების დანერგვას.

·         ინფორმირებულმა მოქალაქეებმა სამიზნე ქალაქებში მხარ დაუჭირ ქალთა წარმომადგენლობ და მათი როლი გაზრდას გადაწყვეტილების მიღების ადგილობრივ დონეზე.

·         გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელმა ადვოკატირება გაუწია ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მექანიზმის ინსტიტუციონალიზაციის შესახებ ცვლილებებს გენდერული თანასწორობის ეროვნულ სამოქმედო გეგმასა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონ.

 გენდერული საკონსულტაციო საბჭო - ეს არის გაერთიანებული რესურსები, ახალი ცოდნა და უნარები, თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის, ურთიერთპასუხისმგებლობა გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

გენდერული საკონსულტაციო საბჭო - არის ადგილობრივი დონის ახალი ინსტიტუციონალური მექანიზმი, ახალი მოდელი ქართულ კონტექსტში.

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 594 | დაამატა: admin | თარიღი: 01.09.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0