ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:26
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » მარტი » 08

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ მრგვალი მაგიდის შეხვედრას 21 ქალი დაესწრო. ცენტრის ფასილიტატორმა და კლუბის მოდერატორმა გააკეთეს მოხსენება. რას უკავშირდება რვა მარტი, რა მიღწევები აქვთ ქალებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში.

რა უნდა გაკეთდეს ქალთა კონსოლიდაციისათვის, როგორ შეიცვალოს ჩვეს ირგვლივ არსებული გარემო - მონაწილეებმა ამ საკითხებზე  ჯგუფურად იმუშავეს.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 947 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2013

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა მრგვალი მაგიდით აღნიშნეს  სოლიდარობის დღე. შეხვედრას 20 ადამიანი დაესწრო, მომხსეებლებმა ისაუბრეს ქალის როლზე, მიღწევებზე პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში. გაიხსენეს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე  წარმატებულ ქალთა მაგალითები.

 ჯგუფური მუშაობით დააფიქსირეს, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ქალებმა იმისათვის, რომ შეცვალონ მათ ირგვლივ არსებული გარემო გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 907 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2013

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე ბათუმშიც აღინიშნა.

დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდის გარშემო ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის 30 (სხვადასხვა პროფესიის და თაობის) წევრი შეიკრიბა.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა - ირმა კახიძემ, მანანა მეგრელაძე-როყვამ და კლუბის მოდერატორმა  - ნათია კიკვაძემ მოხსენებები წაიკითხეს  ქალთა მიღწევებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა სფეროებში.

შეხვედრაზე სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა ბათუმის საკრებულოდან -  ნაზი ფუტკარაძემ და მანანა ილურიძემ პოლიტიკაში ქალის როლის ამაღლებაზე ისაუბრეს.

კლუბი სამომავლოდ ბათუმის საკრებულოსთან  ურთიერთთანამშრომლობას გაღრმავებას  გეგმავს. სისტემატურად დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს, მოსახლეობის პრობლემებს კვლავაც გააცნობენ ადგილობრივ სტრუქტურებს.

შეხვედრის მიმდინარეობა გადაიღეს - „აჭარის" ტელევიზიის ჟურნალისტებმა. ინფორმაცია მიეწოდათ გაზეთ აჭარა - p.s - ის ჟურნალისტებსაც.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 886 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2013

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია - მრგვალი მაგიდა გაიმართა.

 დევნილი თუ ადგილობრივი ქალები და გოგონები, სტუდენტები, ჟურნალისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებლები  შეიკრიბნენ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინათ თავიანთი სოლიდარობა მსოფლიოს ქალთა მოძრაობის მიმართ და ერთად დაესახათ საქართველოში ქალთა უფლებების  დაცვის, ქალთა გააქტიურების  - საზოგადოებრივ -პოლიტიკურ პროცესებში მათი სრულფასოვანი ჩართვის სტრატეგია.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ჯგუფურ სამუშაოზე ჩამოაყალიბეს თავიანთი შეხედულებები იმაზე, თუ რას გეგმავე მათ ირგვლივ არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს სრულყოფისათვის; როგორ ხედავენ ამ პროცესებში საკუთარ და სახელმწიფო თუ არასამთვრობო სტრუქტურების როლს.

 იმავე დღეს ფონდ „სოხუმში" ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებიც შეიკრიბნენ. მრგვალი მაგიდის შეხვედრას 23 ადამიანი დაესწრო. - რა მდგომარეობაა საქართველოში გენდერული თვალსაზრისით, რა პრობლემებია და რა ბარიერებს აწყდებიან ქალები თავიანთი ადგილის დასამკვიდრებლად საზოგადოებაში - დისკუსია ამ საკითხების ირგვლივ გაგრძელდა.

მონაწილეთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ აუცილებელია ქალთა კონსოლიდაცია, რადგან მიზნის მიღწევა მხოლოდ სოლიდარობით არის შესაძლებელი.

 შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ტელეკომპანია „რიონის", რადიო „ძველი ქალაქის„ და გაზეთ „იმერეთის მოამბის" ჟურნალისტები. შეხვედრა იმავე დღესვე გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 945 | დაამატა: admin | თარიღი: 08.03.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 43
სტუმარი: 43
მომხმარებელი: 0