ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:13
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » მარტი » 8 » ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის!
11:47
ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის!

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია - მრგვალი მაგიდა გაიმართა.

 დევნილი თუ ადგილობრივი ქალები და გოგონები, სტუდენტები, ჟურნალისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებლები  შეიკრიბნენ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინათ თავიანთი სოლიდარობა მსოფლიოს ქალთა მოძრაობის მიმართ და ერთად დაესახათ საქართველოში ქალთა უფლებების  დაცვის, ქალთა გააქტიურების  - საზოგადოებრივ -პოლიტიკურ პროცესებში მათი სრულფასოვანი ჩართვის სტრატეგია.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ჯგუფურ სამუშაოზე ჩამოაყალიბეს თავიანთი შეხედულებები იმაზე, თუ რას გეგმავე მათ ირგვლივ არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს სრულყოფისათვის; როგორ ხედავენ ამ პროცესებში საკუთარ და სახელმწიფო თუ არასამთვრობო სტრუქტურების როლს.

 იმავე დღეს ფონდ „სოხუმში" ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებიც შეიკრიბნენ. მრგვალი მაგიდის შეხვედრას 23 ადამიანი დაესწრო. - რა მდგომარეობაა საქართველოში გენდერული თვალსაზრისით, რა პრობლემებია და რა ბარიერებს აწყდებიან ქალები თავიანთი ადგილის დასამკვიდრებლად საზოგადოებაში - დისკუსია ამ საკითხების ირგვლივ გაგრძელდა.

მონაწილეთა მხრიდან დაფიქსირდა, რომ აუცილებელია ქალთა კონსოლიდაცია, რადგან მიზნის მიღწევა მხოლოდ სოლიდარობით არის შესაძლებელი.

 შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ტელეკომპანია „რიონის", რადიო „ძველი ქალაქის„ და გაზეთ „იმერეთის მოამბის" ჟურნალისტები. შეხვედრა იმავე დღესვე გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზიით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 925 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0