ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:17
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » მარტი » 27

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთ-ერთ შეხვედრაზე კლუბის წევრები ინიციატივით გამოვიდნენ, თანადაფინანსების პრინციპით სტომატოლოგიური მომსახურეობა გაეწიათ შესაძლებლობაშეზღუდული (სმენადაქვეითებული) პირებისათვის.

სულ მალე  ადვოკატირების ჯგუფმა ამ იდეის განხორციელებისათვის დაიწყო მუშაობა. პირველ ეტაპზე კლუბის წევრების მიერ დაიწერა პროექტი, - „ლამაზი ღიმილი სმენადაქვეითებულებს".

 პროექტის მიხედვით ჩატარდა მოკვლევა და შეიქმნა მონაცემთა ბაზა ამ კატეგორიის   ბენეფიციარებზე. პარალელურად გაიმართა მოლაპარაკება ქალაქში არსებულ ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკასთან, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა მომსახურების სრული თანხის 20% თავად გადაეხადა. ამის შემდეგ ადვოკატიების ჯგუფის წევრები შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. წარდგენილი პროექტი საკრებულოს გადაეცა განსახილველად. რომელიც მოიწონეს და მის განსახორციელებლად 5000 ლარი გამოიყო.

 პროექტი უკვე მუშაობს. ბიუჯეტის მიხედვით მომსახურების 50%-ს იხდის თვითმმართველობა, 20%-ს სტომატოლოგიური კლინიკა, 30%-ს ბენეფიციარი. 

მომზადდა სპეციალური სიუჟეტი რომელიც ტელეკომპანია „რიონით" გადაიცა.  

კლინიკა ინტენსიურად მუშაობს, ბენეფიციარების დიდმა ნაწილმა უკვე ისარგებლა სტომატოლოგიური მომსახურებით.

ადვოკატირების ჯგუფი მომავალშიც გეგმავს ამ კატეგორიის ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის მუშაობას.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1110 | დაამატა: admin | თარიღი: 27.03.2013

ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის - ჟურნალ „ქალთა ხმის" ახალი ნომერი ერთგვარად პასუხობს ამ მოწოდებას.

მასში მოთხრობილია გასული წლის შედეგების შესახებ და ნაჩვენებია, როგორი აქტიურობით გაგრძელდა მუშაობა ახალ საპროექტო წელს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

განსაკუთრებით გამოიკვეთა 7 მარტს გამართული აქცია „ქალთა სოლიდარობა - უკეთესი მომავლისათვის", რომელმაც გააერთიანა სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალები.

ჟურნალში თავმოყრილია ყველა ბლოკის მუშაობა და ყველა მიღწევა, რაც ფონდი „სოხუმის" ყოველდღიური საქმიანობის  შედეგია.

მომზადდა „ქალთა ხმის" ქართული, რუსული და ინგლისური ვერსიები. მათი ნახვა მკითხველს ინტერნეტში შეუძლია, ქართული ნაბეჭდი ვერსია კი უკვე ვრცელდება ქალთა მხარდაჭერის ცენტრებსა და ფონდი „სოხუმის" სხვადასხვა ღონისძიებაზე.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 836 | დაამატა: admin | თარიღი: 27.03.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0