სამშაბათი, 19.03.2024, 14:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » მარტი » 09

საინტერესო, საქმიანი, საზეიმო -  რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება შეფასდეს მრგვალი მაგიდის შეხვედრა ოზურგეთში, სადაც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული საპატიო სტუმრებიც - ოზურგეთში ცნობილი, წარმატებული ქალები, რომლებმაც შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო დეტალებით შეავსეს.

კლუბის მოდერატორებმა ქეთევან ქადიეშვილმა, ნინო ნიკოლაიშვილმა და ნანა კეკელიძემ   მოხსენებები წაიკითხეს - რა მდგომარეობაა საქართველოში გენდერული თვალსაზრისით, გაიხსენეს წარმატებულ ქალთა მაგალითები სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში.  

შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი  აზრი გამოთქვეს აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. ისაუბრეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომელიც ქალთა სოლიდარობას  უშლის ხელს.

მონაწილეებმა ბრეინშტორმინგით დააფიქსირეს როგორ ხედავენ საკუთარ როლს ამ პროცესებში, რის შეცვლას მიიჩნევენ სავალდებულოდ და რის გაკეთებას აპირებენ ამ მიმართულებით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1191 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0