| - თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ არც ერთი სქესის უფლებები არ იყოს შელახული.
- ქალის სიტყვას ოჯახში ფასი უნდა
ჰქონდეს. თუ მას არავინ არაფრად აგდებს, ეს უკვე ძალადობაა - ასეთი მოსაზრებები გამოითქვა შეხვედრებზე,
რომელსაც ახალგაზრდა გოგონები ესწრებოდნენ.
მათი აზრით, გენდერული თანასწორობა საქართველოში ძნელი დასამკვიდრებელია,
რადგან სტერეოტიპები სერიოზულ ბარიერებს ქმნის. როცა თანასწორობა ირღვევა ვიღაცის
უფლებების ხარჯზე ის უკვე ძალადობის ფორმას იღებს. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ
ასეთ შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა ქვს,
ადრეული ასაკიდან უნდა ხდებოდეს გოგონების ინფორმირება. რაც უფრო მეტი ინფორმაცია
აქვს ქალს საკუთარ უფლებებზე, თანასწორობაზე, მით უფრო ნაკლებად გახდება ის
ძალადობის მსხვერპლი.
შეხვედრები ქუთაისში, სენაკში, ფოთში, კოში(ზუგდიდი), წყალტუბოსა და ხონში
ჩატარდა, მასში 80-ზე ეტმა გოგონამ მიიღო მოანაწილეობა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |