როგორ
შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას გააძლიეროს თავისი გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
პროცესებზე; რა უნდა გაკეთდეს მისი კონსოლიდაციისათვის; როგორ გავხადოთ მედია უფრო
სენსიტიური ქალი ლიდერების მიმართ; რა როლს უნდა ასრულებდნენ ქალთა ჯგუფები დემოკრატიული
პროცესების ხელშეწყობისათვის და როგორ გავზარდოთ მათი შესაძლებლობები ამ კუთხით?!
ერევანში,
21-24 მარტს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის" ჯგუფი პარტნიორ აფხაზ ქალთა
ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა დასმული საკითხების გადაწყვეტის გზებზე.
განხილული იყო საერთო გამოწვევები ქალთა მოძრაობის განვითარებისათვის, პირველი რიგის
ამოცანები, რომელთა გადაწყვეტასაც უნდა ემსახურებოდეს პროექტი; ასევე ქართული და აფხაზური საზოგადოების ქალთა ჯგუფების პირველი რიგის საჭიროებები,
განსაკუთრებით, ადამიანური უსაფრთხოების საკითხებში.
|