|
ხონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის" თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 14 მარტს ფონდი „სოხუმის" თავმჯდომარემ - ალლა გამახარიამ და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. ასევე ერთობლივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები - საინფორმაციო სივრცის ორგანიზება, ინფორმაციის გაცვლა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ქალთა ჩართულობის ხარისხისა და როლის გაზრდა, თანამშრომლობა ადვოკატირებისა და ლობირების საკითხებსა და საზოგადოებრივი კამპანიების ჩატარებაში.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია
EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |