ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე კლუბის მოდერატორებმა -
ნათია კიკვაძემ და ეთერ დიასამიძემ გასულ თვეში ჩატარებული მუშაობის მოკლე
ანგარიში გააკეთეს.
ადვოკატირების ჯგუფმა ქალაქის მერიას მიმართა განცხადებით მოხუცებულთა
თავშესაფარში მყოფი ქალბატონებისათვის 8 მარტს გამოეყოთ ერთჯერადი თანხა
მედიკამენტებისთვის. აღნიშნული მოთხოვნა ბათუმის მერიამ დააკმაყოფილა.
ვინაიდან კლუბის წევრები ქობულეთელი ქალბატონებიც არიან და
მათ შორის უსინათლოთა კავშირის წევრებიც,მათი ინიციატივით ადვოკატირების ჯგუფმა ანალოგიური
განცხადებით მიმართა ქალაქ ქობულეთის მერიას, თუმცა კლუბის წევრთა მოთხოვნა ვერ
დაკმაყოფილდა ქალაქის მწირი ბიუჯეტის გამო.
კლუბის წევრები მომავალში ქალაქის დანაგვიანებული ადგილების,
კერძოდ, ბარცხანის ტერიტორიის დასუფთავების საკითხს გაუწევენ ადვოკატირებას,
რომლის მოწესრიგებაში თავადაც აქტიურად ჩაერთვებიან.
კლუბის შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მას ესწრებოდა
ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს
გამოცდილება გაუზიარეს. |