ხონის ამომრჩეველ
ქალთა კლუბის საინიციატივო ჯგუფის წევრები ქალაქის ცენტრში ბავშვთა გასართობი ცენტრის
დამონტაჟებას ითხოვენ. მათ ამ წინადადებით ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართეს.
- გამგებელი გაეცნო
ჩვენს განცხადებას და შეგვპირდა, რომ ბავშვთა გასართობი ცენტრი უახლოეს მომავალში გაიხსნება.
- აღნიშნა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მოდერატორმა ელისო ჯიქიამ.
კლუბზე მოეწყო
აფხაზეთიდან დევნილი პოეტი ქალის დოდო ძიმისტარაშვილის ლექსების განხილვა. კლუბის წევრებმა
მათი საყვარელი ლექსები გაიხსენეს - ქალზე, მშობლიურ აფხაზეთზე, სიყვარულზე - პოეზიის
რამდენიმე წუთმა ამაღლებული, საგაზაფხულო განწყობა
შემოიტანა კლუბის მუშაობაში...
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED) |