|
საინტერესო, თბილ ატმოსფეროში დაიწყო შესარჩევი ტრენინგი სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ტრენინგს პირველად ესწრებოდა, მონაწილეებს შორის აქტიურობის თვალსაზრისით ზღვარი თითქმის არ არსებობდა, -გოგონებმა მაქსიმალურად მოხერხეს საკუთარი თავის წარმოჩენა.
ტრენერები თვლიან, რომ საინტერესო კონტიგენტი შეიკრიბა. ნებისმიერ მათგანში დევს ლიდერობის მუხტი, გააზრებული აქვთ მოტივაცია, რატომ სურთ მოხვედრა ლიდერთა სკოლაში.
ისინი, ვინც ლიდერთა სკოლაში ვერ მოხვდებიან, ფონდი სოხუმის სხვადასხვა ღონისძიებებში გააგრძელებენ მუშაობას.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |
კატეგორია:
კლუბები
|
ნანახია:
1346
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
07.03.2013
|
|
სენაკში ჩატარებულ მრგვალი მაგიდის შეხვედრას
ესწრებოდნენ პედაგოგები. დიასახლისები. ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლები.
სხვადასხვა ასაკის ქალები განსაკუთრებული
აქტიურობით განიხილავდნენ საკითხს, როგორ უნდა შეიცვალოს სოციალურ-ეკონომიკური და
პოლიტიკური გარემო ქალთა გააქტიურებისათვის და გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
შეკრებილებმა
ცალსახად აღნიშნეს, რომ ქალებში ნაკლებია სოლიდარობის შეგრძნება. მათი აზრით, გენდერული
თანასწორობა რომ არსებობდეს, სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობაც ბევრად უკეთესი იქნებოდა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ
საკუთარი უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის მიღწევა და ზოგადად, ქალის
მდგომარეობის გაუმჯობესება, ისევ და ისე ქალთა აქტიურობით, სოლიდარობით არის
შესაძლებელი.
|
|
|
ქალთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებულ აქციას ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბიც შეუერთდა. მრგვალი მაგიდის ფორმატით ჩატარებულ ღონისძიებას
ესწრებოდნენ კლუბის წევრები, აქტიური
ლიდერი ქალები, ადგილობრივი მედიის, თვითმმართველობის წარმომადგენლები.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შემდეგ საკითხზე - რა უნდა გაკეთდეს იმისათვის,
რომ მათ ქალაქში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ქალები სრულფასოვნად იყვნენ
ჩართულნი. საერთო მოსაზრებით, ხაზგასმით ითქვა, რომ აუცილებელია ქალები უფრო მეტად
იყვნენ აქტიურები, რათა შეცვალონ მათ ირგვლივ არსებული გარემო და გახდნენ
საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.
იმავე
დღეს, მრგვალი მაგიდა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრშიც ჩატარდა. ჯგუფური მუშაობით
მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ აუცილებელია საკუთარი უფლებების დასაცავად ქალებმა მეტი აქტიურობით იმუშაონ.
|
|
|
30 ქალი ესწრებოდა ხურჩაში გამართულ აქციას, რომელიც
მრგვალი მაგიდის ფორმატით ჩატარდა.
მონაწილეებმა საინტერესოდ ისაუბრეს როგორ უნდა შეიცვალოს
მათ ირგვლივ არსებული მიკრო-სამყარო, როგორ უნდა გააქტიურდეს ქალი გენდერული
თანასწორობის მისაღწევად.
ღონისძიების საქმიანი ნაწილი საზეიმო განწყობით
დამთავრდა. ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა
საგანგებოდ, რვა მარტისთვის,
მომზადებული ღონისძიება წარმოადგინეს. წაიკითხეს საკუთარი ლექსები, იცეკვეს,
იმღერეს. საზეიმო განწყობა კიდევ უფრო გააძლერეს საბავშვო ბაღის პატარებმა.
|
| |