ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე ბათუმშიც აღინიშნა.
დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდის გარშემო ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის 30 (სხვადასხვა პროფესიის და თაობის) წევრი შეიკრიბა.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა - ირმა კახიძემ, მანანა მეგრელაძე-როყვამ და კლუბის მოდერატორმა - ნათია კიკვაძემ მოხსენებები წაიკითხეს ქალთა მიღწევებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა სფეროებში.
შეხვედრაზე სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა ბათუმის საკრებულოდან - ნაზი ფუტკარაძემ და მანანა ილურიძემ პოლიტიკაში ქალის როლის ამაღლებაზე ისაუბრეს.
კლუბი სამომავლოდ ბათუმის საკრებულოსთან ურთიერთთანამშრომლობას გაღრმავებას გეგმავს. სისტემატურად დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს, მოსახლეობის პრობლემებს კვლავაც გააცნობენ ადგილობრივ სტრუქტურებს.
შეხვედრის მიმდინარეობა გადაიღეს - „აჭარის" ტელევიზიის ჟურნალისტებმა. ინფორმაცია მიეწოდათ გაზეთ აჭარა - p.s - ის ჟურნალისტებსაც. |