ფონდის მიერ დასავლეთ საქართველოში ინიცირებული მრგვალი
მაგიდების სერია ხონშიდაგვირგვინდა. ფონდის
ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური სამსახურების, საგანმანათლებლო
დაწესებულებების, დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ექსპერტებმა თავისი თვალთახედვა წარმოადგინეს განსახილველი
თემის გარშემო, რომელიც ყველა ჩატარებული მრგვალი მაგიდისათვის საერთო იყო ("ძალადობის
მსხვერპლის დაცვა და ძალადობის პრევენცია: სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება”),
რის შემდეგაც საკითხის გარშემო დისკუსიები გაიმართა.
დამსწრეთათვის საინტერესი გამოდგა სოციალური სააგენტოების
საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობა. „ბავშვების ძალადობისაგან დაცვის კუთხით ბოლო რამდენიმე
წლის განმავლობაში სახელმწიფოში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენს სოციალურ სააგენტოს
აქვს შესაბამისი რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში მოვათავსოთ ბავშვი შესაფერის
გარემოში. კარგი იქნება თუ ასეთივე ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმულიძლადობისაგან ქალთა დაცვის კუთხით".
„სოციალური მუშაკები ხშირ შემთხვევაში თანადგომის ქსელის
მოძიებას აწარმოებენ. ეს გვეხმარება დაზარალებულთა დასახმარებლად რესურსების გაზრდაში".
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოორდინირებული
მუშაობის აუცილებლობასგაუსვეს ხაზი: „გვქონდა
პრეცენდენტი, როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დახმარება გავუწიეთ, მაგრამ ეს ღონისძიება
ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობითა
და კოორდინაციით".
მონაწილეებმა მოისმინეს თემის რწმუნებულების ინფორმაცია,
რომლის შემდეგაც ერთხმად იქნა აღიარებული საზოგადოებასთან მეტი მუშაობისადა სახელმწიფო და სხვა სერვისების შესახებ ადგილებზე
სათანადო ინფორმაციის აუცილებლობა.
ფონდი „სოხუმის"მონაწილეობას საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში
ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ტელერადიოკომპანია „რიონმა".
ტელერადიოკომპანია
წლების განმავლობაში სოლიდარობას უცხადებს ფონდს საინფორმაციო კამპანიის პერიოდში,
რაც გამოიხატება ჟურნალისტების მიერ კამპანიის ატრიბუტიკის ტარებაში, ფონდის გადაცემების პარალელურად თავად მის მიერ ინიცირებული
არაერთი საინტერესო ტელე და რადიოგადაცემის მომზადებაში და პრობლემის საზოგადოებრივი
რეზონანსის უზრუნველყოფაში.
პოპულარულმა საკვირაო გადაცემამ „7 დღე" ვრცელი დრო
დაუთმო ინფორმაციას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო კამპანიაზე,
ისაუბრა მის ისტორიასა და დიდ მნიშვნელობაზე.
ცალკე მომზადებულმა
სიუჟეტმა ფონდი „სოხუმის" წლევანდელ კამპანიაში მონაწილეობა ასახა. აღინიშნა ორგანიზაციის
მნიშვნელოვანი როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და იმ საკითხების ინიცირებისკუთხით, რომელთა მიმართ აუცილებელია საზოგადოებრივი
და სახელმწიფოებრივი თანამშრომლობა. ინტერვიუებში ფონდის აქტივისტები, არასამთავრობო
სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ იმ მიმართულებებს, საითაც
უნდა იქნეს მიმართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალისხმევა. ეს, პირველ რიგში,
მსხვერპლის სათანადო დაცვა, მეტი რესურსების გამოძებნა, ასევე - საზოგადოების მეტი
ინფორმირებულობა და ძალადობის პრევენციის ერთობლივი ღონისძიებებია.
ფონდის 16-დღიანი კამპანიის ბოლო აკორდი იყო ტელეკომპანია
„რიონის" ეთერით გასული ტელეგადაცემა, რომელზეც კამპანიის ფარგლებში ჩატარებული მუშაობა
შეჯამდა და მოხდა გაანალიზება იმისა, რა თემები წამოიწია წინა პლანზე, რომელი პრობლემებზეუნდა მოხდეს რეაგირება, რა საკითხების ირგვლივ არის
აუცილებელი კოორდინირებული მუშაობა.
„წლევანდელი კამპანია ძალიან მასშტაბური გამოდგა და
მის ფართე საზოგადოებრივ რეზონანსს, ეფექტურობას და ჩართულობას ძალიან შეუწყო ხელი
ცენტრალურმა და რეგიონალურმა მედიასაშუალებმა, პარტნიორებმა. ტრადიციული თანამშრომლობა მედიასთან, სოციალურ ინსტიტუტებთან,
სახელისუფლებო სტრუქტურებთან კიდევ უფრო გაძლიერდა და მათ რიცხვს დაემატა კერძო ინსტიტუტები,
რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრობლემის აქტუალურობის ხაზგასმასთან ერთად მისი გადაწყვეტისათვის
საზოგადოების ერთიანობას აძლევს დასაბამს". - ითქვა გადაცემაზე.
გადაცემის სტუმრებმა - ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური
მომსახურების სააგენტოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს
საკითხს, რომ ფონდთან თანამშრომლობის შედეგად მათ არაერთი თემის აქტუალობა დაინახეს
და რამდენიმე საკითხის გადაწყვეტისთვის თვითონაც გაააქტიურეს მუშაობა. „ჩვენ დავინახეთ,
რომ მიუხედავადძალიან ღირებული წარმატებებისა
ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის პროგრამაში, უნდა შევიკრიბოთ და სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან
თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები განვსაზღვროთ, მათი შეფასება მოვისმინოთ, არსებული გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს".
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაუკვე საკმაოდ გავაცნობიერეთ, რომ საკითხის ირგვლივ
ინფორმაციის აუცილებლობა ძალიან მწვავედ დგას, განსაკუთრებით - თემის დონეზე, სადაც
რწმუნებულებს საკუთარი ძალებით უხდებათ ბევრი საკითხის გადაწყვეტა, სახელმწიფო სერვისების
შეთავსება".
„ძალიან კარგი იქნებოდა შეხვედრების ციკლი სკოლის დირექტორებთან,
ბაღის გამგეებთან".
„ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებაში ხშირად ასეთი
პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ ერთჯერადად გამოხატული ყურადღებით მთავრდება ყველაფერი.
ამ დროს კი საჭიროა პერმანენტული ინსტიტუციონალური დახმარება პრობლემის განეიტრალებამდე
და სისტემატიური მონიტორინგი. აქამდე ჯერ დიდი გზა გვაქვს, მაგრამ - უნდა დავიწყოთ".
„ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია არსებულ,
თუნდაც ძალიან მწირ სერვისებზე".
გადაცემის შეჯამებისას კიდევ ერთხელ გახმიანდა, რომ
„ეს მხოლოდ 16-დღიანი კამპანიის თემა კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა გახდეს ყოველდღიური
ცხოვრების წესი. ყოველი ადამიანის ცნობიერებაში უნდა დაილექოს ძალადობისადმი შეურიგებლობა".
რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა, რომელმაც მსმენელებს 16-დღიანი კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, პარტნიორებზე, საზოგადოების გამოხმაურებებზე მოუთხრო.
გადაცემის რესპონდენტები - უბრალო დიასახლისები, ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენლებითუსამინისტროების ხელმძღვანელები,საფეხბურთო მატჩის გულშემატკივრები, ორგანიზაციის ახალგაზრდა აქტივისტები, ექსპერტები -თავიანთ ინტერვიუებში კამპანიის მნიშვნელობას, ძალადობასთან ბრძოლის საკითხში საზოდადოების მაქსიმალურ ჩართულობას და კონსოლიდაციას უსვამენ ხაზს.
გამოიკვეთა ბევრი საკითხი, რომელმაც ცხადყო საზოგადოების უფრო სერიოზული დამოკიდებულება დასახელებული პრობლემებისადმი, კონკრეტული წინადადებები ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური სააგენტოების, პედაგოგების მხრიდან. „საჭიროდ მიგვაჩნია სოციალური სერვისების გამრავალფეროვნება ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ". „ადგილობრივი ხელისუფლების სახელით გამოვთქვამთ მზაობას, არასამთავრობოებთან ერთად შევიმუშაოთ პროგრამები დაჩავდოთ მომავალ ბიუჯეტში, რათა მოხდეს ძალადობის პრევენცია, მსხვერპლის დაცვის ხელშეწყობა".