ხუთშაბათი, 28.03.2024, 16:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 10 » ტელეგადაცემა - 16-დღიანი კამპანიის ბოლო აკორდი
12:52
ტელეგადაცემა - 16-დღიანი კამპანიის ბოლო აკორდი


ფონდის 16-დღიანი კამპანიის ბოლო აკორდი იყო ტელეკომპანია „რიონის" ეთერით გასული ტელეგადაცემა, რომელზეც კამპანიის ფარგლებში ჩატარებული მუშაობა შეჯამდა და მოხდა გაანალიზება იმისა, რა თემები წამოიწია წინა პლანზე, რომელი პრობლემებზე  უნდა მოხდეს რეაგირება, რა საკითხების ირგვლივ არის აუცილებელი კოორდინირებული მუშაობა.

„წლევანდელი კამპანია ძალიან მასშტაბური გამოდგა და მის ფართე საზოგადოებრივ რეზონანსს, ეფექტურობას და ჩართულობას ძალიან შეუწყო ხელი ცენტრალურმა და რეგიონალურმა მედიასაშუალებმა, პარტნიორებმა.  ტრადიციული თანამშრომლობა მედიასთან, სოციალურ ინსტიტუტებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან კიდევ უფრო გაძლიერდა და მათ რიცხვს დაემატა კერძო ინსტიტუტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრობლემის აქტუალურობის ხაზგასმასთან ერთად მისი გადაწყვეტისათვის საზოგადოების ერთიანობას აძლევს დასაბამს". - ითქვა გადაცემაზე.

გადაცემის სტუმრებმა - ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური მომსახურების სააგენტოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საკითხს, რომ ფონდთან თანამშრომლობის შედეგად მათ არაერთი თემის აქტუალობა დაინახეს და რამდენიმე საკითხის გადაწყვეტისთვის თვითონაც გაააქტიურეს მუშაობა. „ჩვენ დავინახეთ, რომ მიუხედავად  ძალიან ღირებული წარმატებებისა ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის პროგრამაში, უნდა შევიკრიბოთ და სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები განვსაზღვროთ, მათი შეფასება მოვისმინოთ,  არსებული გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს".

„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა  უკვე საკმაოდ გავაცნობიერეთ, რომ საკითხის ირგვლივ ინფორმაციის აუცილებლობა ძალიან მწვავედ დგას, განსაკუთრებით - თემის დონეზე, სადაც რწმუნებულებს საკუთარი ძალებით უხდებათ ბევრი საკითხის გადაწყვეტა, სახელმწიფო სერვისების შეთავსება".

„ძალიან კარგი იქნებოდა შეხვედრების ციკლი სკოლის დირექტორებთან, ბაღის გამგეებთან".

„ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებაში ხშირად ასეთი პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ ერთჯერადად გამოხატული ყურადღებით მთავრდება ყველაფერი. ამ დროს კი საჭიროა პერმანენტული ინსტიტუციონალური დახმარება პრობლემის განეიტრალებამდე და სისტემატიური მონიტორინგი. აქამდე ჯერ დიდი გზა გვაქვს, მაგრამ - უნდა დავიწყოთ".

„ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია არსებულ, თუნდაც ძალიან მწირ სერვისებზე".

გადაცემის შეჯამებისას კიდევ ერთხელ გახმიანდა, რომ „ეს მხოლოდ 16-დღიანი კამპანიის თემა კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა გახდეს ყოველდღიური ცხოვრების წესი. ყოველი ადამიანის ცნობიერებაში უნდა დაილექოს ძალადობისადმი შეურიგებლობა".

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 930 | დაამატა: moderatori | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0