- ლიდერ გოგონათა სკოლა დაგვეხმარა საკუთარი შესაძლებლობების დანახვაში და რეალიზებაში. გადავლახეთ კომპლექსები, შევეჩვიეთ
გუნდურ მუშაობას, დამოუკიდებლობას.
- განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული
ცოდნის რეალიზება პრაქტიკაში.
- 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში
სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებამ დიდი გამოცდილება შეგვძინა.
- ასე შეაფასეს ერთწლიანი მუშაობა ლიდერთა სკოლის წევრებმა ბოლო, შემაჯამებელ
ვორკშოპზე. სკოლის წევრები თვლიან, რომ განსხვავებული აზროვნებით, შეცვლილი
ცნობიერებით მიდიან აქედან. მომავალში საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად აპირებენ
ჩართვას და სკოლაში მიღებული გამოცდილების გამოყენებას.
დასასრულს სკოლის მოსწავლეებს დაურიგდათ დიპლომები.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები
ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
|