ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 10 » ტელესიუჟეტი „რიონზე“ - ფონდის კამპანიაზე მოგვითხრობს
17:27
ტელესიუჟეტი „რიონზე“ - ფონდის კამპანიაზე მოგვითხრობს

ფონდი „სოხუმის"  მონაწილეობას საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ტელერადიოკომპანია „რიონმა".

ტელერადიოკომპანია წლების განმავლობაში სოლიდარობას უცხადებს ფონდს საინფორმაციო კამპანიის პერიოდში, რაც გამოიხატება ჟურნალისტების მიერ კამპანიის ატრიბუტიკის ტარებაში,  ფონდის გადაცემების პარალელურად თავად მის მიერ ინიცირებული არაერთი საინტერესო ტელე და რადიოგადაცემის მომზადებაში და პრობლემის საზოგადოებრივი რეზონანსის უზრუნველყოფაში.

 პოპულარულმა საკვირაო გადაცემამ „7 დღე" ვრცელი დრო დაუთმო ინფორმაციას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო კამპანიაზე, ისაუბრა მის ისტორიასა და დიდ მნიშვნელობაზე.

ცალკე მომზადებულმა სიუჟეტმა ფონდი „სოხუმის" წლევანდელ კამპანიაში მონაწილეობა ასახა. აღინიშნა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და იმ საკითხების ინიცირების  კუთხით, რომელთა მიმართ აუცილებელია საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი თანამშრომლობა. ინტერვიუებში ფონდის აქტივისტები, არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ იმ მიმართულებებს, საითაც უნდა იქნეს მიმართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალისხმევა. ეს, პირველ რიგში, მსხვერპლის სათანადო დაცვა, მეტი რესურსების გამოძებნა, ასევე - საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და ძალადობის პრევენციის ერთობლივი ღონისძიებებია.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 910 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 32
სტუმარი: 32
მომხმარებელი: 0