ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:13
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 06
 

ფოთში ჩატარებულ შეხვედრას რამდენიმე ადგილობრივი პრესის წარმომადგენელი დაესწრო. ჟურნალისტები კლუბის მუშაობით დაინტერესდნენ და შეკრებილებს რამდენიმე შეკითხვით მიმართეს: კერძოდ, რა პრევენციულ ზომებს მიმართავს ფონდი „სოხუმი" და კლუბის თითოეული წევრი  ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდასაჭერად და დასახმარებლად? კლუბის აქტიურმა წევრებმა პასუხად ფსიქოლოგის, იურისტის კონსულტაციებზე ისაუბრეს.

25 ნოემბერს, ფოთში ჩატარებული აქციის შესახებ კლუბის მოდერატორმა ნელი უნგიაძემ ისაუბრა. მისი თქმით, აქციას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. უფრო მეტიც, ადგილობრივმა თუ დევნილმა ახალგაზრდებმა სურვილი გამოთქვეს, თავადაც დაერიგებინათ საინფორმაციო ფურცლები, ბუკლეტები ქალაქის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებზე.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 883 | დაამატა: admin | თარიღი: 06.12.2012


ღონისძიებაზე მოწვეულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იურისტებმა, სოციალური სამსახურის, არასამთავრობო სექტორისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდები   შეთანხმდნენ იმაზე, რომ არაეფექტურია, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ამოვარდნილია მსხვერპლის დაცვის, ან მისთვის სტატუსის მინიჭების  ღონისძიებებიდან,  რადგან მათ ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ ოჯახში არსებული სიტუაციის შესახებ.

6 დეკემბერს ქუთაისში გამართულ მრგვალ მაგიდაზე მოხდა შეფასება, როგორ ხდება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვა, როგორ ხდება  რეფერალური მექანიზმების სუბიექტებს შორის კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა, რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულის დაცვის კუთხით.

როდის ხდება სოციალური სააგენტოს ჩართვა ძალადობის აღმოფხვრაში, რა მოვალეობები ეკისრება სკოლებს, საავადმყოფოებს, სამართალდამცავ სტრუქტურებს, სხვა სუბიქტებს. ითქვა, რომ სისტემა განსაზღვრულია, არსებობს რეფერირების დოკუმენტები, მაგრამ - ყველას მიერ აღიარებულია კოორდინაციის პრობლემა. ეს არაერთმა მოყვანილმა მაგალითმაც ცხადყო.

საუბარი შეეხო თავშესაფრების საკითხს, ითქვა, რომ აუცილებლად უნდა გამოიძებნოს რესურსი მათი ტაოდენობის გაზრდისათვის. ფსიქოლოგიური სამსახურის პოპულარიზაციისა და სკოლაში არა მარტო ფსიქოლოგის შტატის დაბრუნების, არამედ სოციალური პედაგოგის დანერგვის საკითხს. 

მონაწილეებმა საჭიროდ მიიჩნიეს ადგილზე საკოორდინაციო რგოლის შექმნის აუცილებლობა, რომელიც უწყებათაშორის კომუნიკაციას დაარეგულირებს და ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარებას და არსებული სიტუაციის გამოსწორების პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას მოემსახურება. ამ საქმეში უპირატესი როლი არასამთავრობო სექტორს მიენიჭა.


კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 934 | დაამატა: moderatori | თარიღი: 06.12.2012


ოზურგეთის ქალთა კლუბის წევრებმა 25 ნოემბერს (ფესტივალი 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის პირველ დღეს დაემთხვა) ხურჩაში ნაციონარული კერძების ფესტივალზე მიიღეს მონაწილეობა.

ფესტივალის მონაწილეებმა ერთმანეთს ხურჩის შთაბეჭდილებები გაუზიარეს:

- ფესტივალზე გურული კერძები წარმოვადგინეთ. ჩვენს სუფრაზე მოდიოდნენ  სტუმრები საქართველოს სხვადსხვა კუთხეებიდან და აგემოვნებდნენ ჩვენს კერძებს. თბილი ატმოსფერო იყო ხურჩაში.

მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე   ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიან კამპანიას დაემთხვა, მოხარულები ვართ, რათა ჩვენც მივიღეთ ამ ლამაზ და მნიშვნელოვან დღესასწაულში მონაწილეობა, - ციცი კუპრაძე.

2012 წლის  საპარლამენტო არჩევნებში გენდერულ სიტუაციაზე ისაუბრა ქეთევან ქადიეშვილმა, კლუბის აქტიურმა წევრებმა აღნიშნეს, რომ  ქართულ პოლიტიკაში კვლავინდებურად ქალთა სიმცირეა, მიიჩნევენ, რომ მინისტრებად თუ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მეტი ადგილი უნდა დაიკავონ ქალებმა, ამისათვის კი  ქალთა მეტი გააქტიურებაა საჭირო.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 



კატეგორია: კლუბები | ნანახია: 760 | დაამატა: moderatori | თარიღი: 06.12.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 31
სტუმარი: 31
მომხმარებელი: 0