ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 10 » 16-დღიანი კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვი ღონისძიებები რადიოგადაცემაში
12:50
16-დღიანი კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვი ღონისძიებები რადიოგადაცემაში

რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა, რომელმაც მსმენელებს 16-დღიანი კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებზე,  პარტნიორებზე, საზოგადოების გამოხმაურებებზე მოუთხრო.

გადაცემის რესპონდენტები - უბრალო დიასახლისები, ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენლები  თუ  სამინისტროების ხელმძღვანელები,  საფეხბურთო მატჩის გულშემატკივრები, ორგანიზაციის ახალგაზრდა აქტივისტები, ექსპერტები -  თავიანთ ინტერვიუებში კამპანიის მნიშვნელობას, ძალადობასთან ბრძოლის საკითხში საზოდადოების მაქსიმალურ ჩართულობას და კონსოლიდაციას უსვამენ ხაზს.

გამოიკვეთა ბევრი საკითხი, რომელმაც ცხადყო საზოგადოების უფრო სერიოზული დამოკიდებულება დასახელებული პრობლემებისადმი, კონკრეტული წინადადებები ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური სააგენტოების, პედაგოგების  მხრიდან. „საჭიროდ მიგვაჩნია სოციალური სერვისების გამრავალფეროვნება ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ". „ადგილობრივი ხელისუფლების სახელით გამოვთქვამთ მზაობას, არასამთავრობოებთან ერთად შევიმუშაოთ პროგრამები და  ჩავდოთ მომავალ ბიუჯეტში, რათა მოხდეს ძალადობის პრევენცია, მსხვერპლის დაცვის ხელშეწყობა".

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 877 | დაამატა: moderatori | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0